ჩვეულებრივი წაბლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი წაბლი

ჩვეულებრივი წაბლი - (Cestanea sativa Mill.); ოჯახი: წიფლისებრნი (Fagaceae). 30 მ სიმაღლის ხეა, გადაშლილი დატოტვილი ვარჯით. კვირტები კვერცხისებურია. ტოტები მოწითალო მურა ფერის მეჭეჭებითაა მოფენილი. ფოთლები ყუნწიანია, ტყავისებური, იშვიათად – სიფრიფანა. მოყვანილობით ვიწრო-ლანცეტადან მოგრძო, კვერცხის მაგვარი ხერხკბილა. ძარღვები – 20-30 წყვილი, კარგად ეტყობა და წვეტიან კბილებში ბოლოვდებიან. ფოთლები ზედა მხრიდან მუქი მწვანეა და შიშველი, ქვედაზე ნაწილობრივ შებუსული. მამრობითი ყვავილედი მჭადაა, ყვავილები მოთეთრო – მოყვითალოა. მდედრობითი ყვავილი მამრობითი ყვავილედების ძირშია 1-3 ცალად. დინგი წითელია. ყვ. VI; ნაყ. IX-X. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებში გვხვდება როგორც მერეული, ასევე მომცრო ჯგუფების სახით. კახეთში გავრცელებულია კახეთის კავკასიონზე. მისი ნახვა შესაძლებელია ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში. შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები