სასტუმრო სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სასტუმრო სახლი''' – აჭარის საზოგადოებრივ ყოფაში გან...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სასტუმრო სახლი''' – [[აჭარა|აჭარის]] საზოგადოებრივ ყოფაში განსაკუთრებულ ყურადღებას სასტუმრო სახლების ტრადიცია იქცევდა. სასტუმროები სათემო მოედნების ახლოს შენდებოდა. ზოგიერთ სასტუმროს შადრევნის თავზეც აგებდნენ, სადაც მეორე სართული მგზავრთათვის იყო განკუთვნილი. ღამის გამთევი, როგორც წესი, ღამის თევასა და კვებაში საფასურს არ იხდიდა. თემის სტუმართათვის განკუთვნილი სასტუმრო სახლების მოვლა-პატრონობა სათემო საქმე იყო. თითოეული ოჯახი ვალდებული იყო „სასტუმრო სახლს” მორიგეობით მომსახურებოდა, დაეცვა წესრიგი, უზრუნველეყო სასტუმრო ლოგინით, წყლით, შეშით, ცხენის საკვებით, დროულად შეეკეთებინა სახურავი.  
+
'''სასტუმრო სახლი''' – [[აჭარა|აჭარის]] საზოგადოებრივ ყოფაში განსაკუთრებულ ყურადღებას სასტუმრო სახლების ტრადიცია იქცევდა. სასტუმროები სათემო მოედნების ახლოს შენდებოდა. ზოგიერთ სასტუმროს შადრევნის თავზეც აგებდნენ, სადაც მეორე სართული მგზავრთათვის იყო განკუთვნილი. ღამის გამთევი, როგორც წესი, ღამის თევასა და კვებაში საფასურს არ იხდიდა. თემის სტუმართათვის განკუთვნილი სასტუმრო სახლების მოვლა-პატრონობა სათემო საქმე იყო. თითოეული ოჯახი ვალდებული იყო „სასტუმრო სახლს” მორიგეობით მომსახურებოდა, დაეცვა წესრიგი, უზრუნველეყო სასტუმრო ლოგინით, წყლით, შეშით, ცხენის საკვებით, დროულად შეეკეთებინა [[სახურავი]].  
  
უსასყიდლო სასტუმროების მშენებლობის ტრადიციის ჩამოყალიბებას უძველესი ხანის საზოგადოებაში ვარაუდობენ, კერძოდ იმ ეპოქაში, როცა საზოგადოება სოციალურად ჯერ კიდევ არ იყო დიფერენცირებული. აჭარაში სტუმარ-მასპინძლობასთან დაკავშირებული წესები დაუწერელი კანონი იყო და იგი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. სასტუმრო სახლებს ანუ „[[მეიდან ოდა|მეიდან-ოდებს]]” ცალკეული ოჯახიც აგებდა. მათ შავიზღვისპირა ზოლის სოფლებშიც ხშირად შეხვდებოდით. დადასტურებულია შემთხვევები, როცა კარმიდამოში ორი საცხოვრებელი სახლი იდგა, რომელთაგან ერთი ოჯახის წევრთათვის, ხოლო მეორე – სტუმართათვის იყო განკუთვნილი. ზოგჯერ, სასტუმროში ერთი ოთახი მაღალი წრის, მაღალი სოციალური სტატუსის მატარებელი სტუმრისათვის იყო გამიზნული, ხოლო დანარჩენი ჩვეულებრივი მეთემისათვის. სახლობის უფროსი სტუმრისაგან გასამრჯელოს არ ღებულობდა. სასტუმრო სახლის გარდა სტუმრის მოსასვენებელი, კეთილმოწყობილი ოთახი საცხოვრებელ ბინაშიც იყო წარმოდგენილი. აჭარაში სტუმარ მასპინძლობის ტრადიციები, მათ შორის, სტუმართმასპინძლობასთან დაკავშირებული მატერიალურ კულტურის არაერთი ელემენტი დიდხანს შემოინახა, რომელთა სათავეები კოლხურ კულტურიდან მომდინარეობს. მთის სოფლებში იგი დღესაც ტრადიციულ საფუძველს ეყრდნობა.
 
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:აჭარული სახლი]]
 
[[კატეგორია:აჭარული სახლი]]
 +
[[კატეგორია:ქართული არქიტექტურა]]

მიმდინარე ცვლილება 20:56, 28 დეკემბერი 2021 მდგომარეობით

სასტუმრო სახლიაჭარის საზოგადოებრივ ყოფაში განსაკუთრებულ ყურადღებას სასტუმრო სახლების ტრადიცია იქცევდა. სასტუმროები სათემო მოედნების ახლოს შენდებოდა. ზოგიერთ სასტუმროს შადრევნის თავზეც აგებდნენ, სადაც მეორე სართული მგზავრთათვის იყო განკუთვნილი. ღამის გამთევი, როგორც წესი, ღამის თევასა და კვებაში საფასურს არ იხდიდა. თემის სტუმართათვის განკუთვნილი სასტუმრო სახლების მოვლა-პატრონობა სათემო საქმე იყო. თითოეული ოჯახი ვალდებული იყო „სასტუმრო სახლს” მორიგეობით მომსახურებოდა, დაეცვა წესრიგი, უზრუნველეყო სასტუმრო ლოგინით, წყლით, შეშით, ცხენის საკვებით, დროულად შეეკეთებინა სახურავი.

უსასყიდლო სასტუმროების მშენებლობის ტრადიციის ჩამოყალიბებას უძველესი ხანის საზოგადოებაში ვარაუდობენ, კერძოდ იმ ეპოქაში, როცა საზოგადოება სოციალურად ჯერ კიდევ არ იყო დიფერენცირებული. აჭარაში სტუმარ-მასპინძლობასთან დაკავშირებული წესები დაუწერელი კანონი იყო და იგი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. სასტუმრო სახლებს ანუ „მეიდან-ოდებს” ცალკეული ოჯახიც აგებდა. მათ შავიზღვისპირა ზოლის სოფლებშიც ხშირად შეხვდებოდით. დადასტურებულია შემთხვევები, როცა კარმიდამოში ორი საცხოვრებელი სახლი იდგა, რომელთაგან ერთი ოჯახის წევრთათვის, ხოლო მეორე – სტუმართათვის იყო განკუთვნილი. ზოგჯერ, სასტუმროში ერთი ოთახი მაღალი წრის, მაღალი სოციალური სტატუსის მატარებელი სტუმრისათვის იყო გამიზნული, ხოლო დანარჩენი ჩვეულებრივი მეთემისათვის. სახლობის უფროსი სტუმრისაგან გასამრჯელოს არ ღებულობდა. სასტუმრო სახლის გარდა სტუმრის მოსასვენებელი, კეთილმოწყობილი ოთახი საცხოვრებელ ბინაშიც იყო წარმოდგენილი. აჭარაში სტუმარ მასპინძლობის ტრადიციები, მათ შორის, სტუმართმასპინძლობასთან დაკავშირებული მატერიალურ კულტურის არაერთი ელემენტი დიდხანს შემოინახა, რომელთა სათავეები კოლხურ კულტურიდან მომდინარეობს. მთის სოფლებში იგი დღესაც ტრადიციულ საფუძველს ეყრდნობა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

სახოკია, 1950:114; ჩიქოვანი, 1972:1422; მგელაძე, 1982.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები