ნარმერის ფილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 5: ხაზი 5:
  
რელიეფზე გამოსახულია ფარაონ ნარმერის გამარჯვება მოწინააღმდეგე ფარაონზე.  ფილის ერთ მხარეზე შემდეგი კომპოზიციაა: შუაში თვითონ ნარმერია გამოსახული. მის ზემოთ ორივე მხარეს თითო ძროხის თავია  ამოკვეთილი. ისინი ცის ქალღმერთს ჰათჰორს გამოსახავს. ამით მინიშნებულია, რომ ფარაონს მფარველობს. ნარმერის ფიგურა ყველა დანარჩენ ფიგურაზე დიდია. ამით ხაზგასმულია, რომ ამ ამბის მთავარი გმირი სწორედ ისაა.
 
 +
 +
[[ფაილი:Narmeris ierogliguri warwera.jpg|thumb|150პქ|მარცხნივ|იეროგლიფი, ნარმერის ფილა]]
  
ნარმერის წინ დაჩოქილია მეორე (დამარცხებული) ფარაონი, რომლის ფიგურა შედარებით მცირე ზომისაა, მაგრამ არა ყველაზე პატარა, რადგან ის მაინც ფარაონს ეკუთვნის. ყველაზე მცირე ფიგურა ნარმერის გვერდით მდგარი მამაკაცია. მას ხელში სანდლები უჭირავს. ძველ ეგვიპტეში ფარაონს, როგორც წესი, თან დაჰყვებოდნენ მწერალი და სანდლების დამტარებელი. ნარმერის ფიგურის მეორე მხარეს მიწის იეროგლიფია გამოსახული. მას ზემოდან მიმინო აზის. მიმინო ღვთება ჰორს ასახავს. ფარაონი ეგვიპტეში ჰორთან იყო გაიგივებული. ამგვარად, ეს იეროგლიფი ასე იკითხება: ფარაონმა დაიპყრო მიწა. ფილის ქვედა ნაწილში მტრის ორი გაქცეული მეომარია გამოსახული.
 
16:18, 6 აპრილი 2017-ის ვერსია

ნარმერის ფილა

ნარმერის ფილა - საკულტო დანიშნულების ალევროლიტის ფილა, თარიღდება ძვ. წ. IV ათასწლეულით. ნარმერის ფილა უმნიშვნელოვანესი ეგვიპტური არქეოლოგიური მონაპოვარია. მასზე გამოსახულია ერთ-ერთი ყველაზე ძველი იეროგლიფური წარწერა. ნარმერის ფილა ზემო (სამხრეთი) და ქვემო (ჩრდილოეთი) ეგვიპტის გაერთიანებას მიეძღვნა.

როგორც ცნობილია ეგვიპტეში გამოსახულებას სიტყვის მნიშვნელობა ჰქონდა. ნახატი აღიქმებოდა, როგორც ნაწერი. მას, როგორც ინფორმაციას, ისე კითხულობდნენ.

რელიეფზე გამოსახულია ფარაონ ნარმერის გამარჯვება მოწინააღმდეგე ფარაონზე. ფილის ერთ მხარეზე შემდეგი კომპოზიციაა: შუაში თვითონ ნარმერია გამოსახული. მის ზემოთ ორივე მხარეს თითო ძროხის თავია ამოკვეთილი. ისინი ცის ქალღმერთს ჰათჰორს გამოსახავს. ამით მინიშნებულია, რომ ფარაონს მფარველობს. ნარმერის ფიგურა ყველა დანარჩენ ფიგურაზე დიდია. ამით ხაზგასმულია, რომ ამ ამბის მთავარი გმირი სწორედ ისაა.

იეროგლიფი, ნარმერის ფილა

ნარმერის წინ დაჩოქილია მეორე (დამარცხებული) ფარაონი, რომლის ფიგურა შედარებით მცირე ზომისაა, მაგრამ არა ყველაზე პატარა, რადგან ის მაინც ფარაონს ეკუთვნის. ყველაზე მცირე ფიგურა ნარმერის გვერდით მდგარი მამაკაცია. მას ხელში სანდლები უჭირავს. ძველ ეგვიპტეში ფარაონს, როგორც წესი, თან დაჰყვებოდნენ მწერალი და სანდლების დამტარებელი. ნარმერის ფიგურის მეორე მხარეს მიწის იეროგლიფია გამოსახული. მას ზემოდან მიმინო აზის. მიმინო ღვთება ჰორს ასახავს. ფარაონი ეგვიპტეში ჰორთან იყო გაიგივებული. ამგვარად, ეს იეროგლიფი ასე იკითხება: ფარაონმა დაიპყრო მიწა. ფილის ქვედა ნაწილში მტრის ორი გაქცეული მეომარია გამოსახული.

ნარმერის ფილის მეორე მხარეს ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია გრძელეყიანი ლომები, რომლებიც ორ მამაკაცს თოკზე ჰყავს გამობმული. მათი კისრები ნარმარის ფილაზე ჩაკეტილ წრეს ქმნის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ეგვიპრის ძალადობრივი გაერთიანების სიმბოლო უნდა იყოს.

ფილის ზედა რეგისტრში ძველი ეგვიპტის ფარაონის ფიგურაა. მას „წითელი ქუდი“ ახურავს, - ქვედა ეგვიპტის ფარაონთა სამოსელი. იგი მხლებლეთან ერთად მონაწილეობს პროცესიაში და მიემართება იმ ადგილისკენ, სადაც შებოჭილი და თავმოკვეთილი მტრის სხეულებია მიმოფანტული.

ფილის ქვედა ნაწილზე გამოსახულია ხარი, რომელიც რქებით მოწინააღმდეგის გალავანს ანგრევს. ხარი ფარაონის განსახიერებაა.

წყარო

  • ნანა კუნჭულია, მაია მეხაშიშვილი, ნინო მიქაბერიძე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 2012 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები