დეფიციტი B12 ვიტამინის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „B12 ვიტამინის დეფიციტი“ გადაიტანა გვერდზე „[[დეფიციტი B12 ვიტამინის]...)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
[[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]]
+
[[კატეგორია:B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი]]
 +
[[კატეგორია: ვიტამინების დეფიციტი]]

12:14, 3 აგვისტო 2018-ის ვერსია

დეფიციტი B12 ვიტამინის - (vitamin B12 deficiency) ვიტამინ B12-ის უკმარისობა ხშირად მეორად ხასიათს ატარებს. გამოწვეულია ნაწლავებში ვიტამინის შეწოვის დარღვევებით, რაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს.

B12 ვიტამინის დეფიციტის შედეგად ვითარდება ზურგის ტვინის, მხედველობის ნერვების, თავის ტვინის თეთრი ნივთიერების და პერიფერიული ნერვების ქვემწვავე დეგენერაცია. ზურგის ტვინის დაზიანება ვლინდება როგორც მულტისისტემური დაავადება და ხასიათდება კიდურებში სიმეტრიული, პროგრესირებადი პარესთეზიებით (გახევება, ჩხვლეტა, წვა და სხვა); თანდათან ყალიბდება სიარულის არამყარი მანერა, რაც ბოლო სტადიაზე იცვლება კუნთების სპასტიკურობით, ატაქსიით და პარაპლეგიით.

ფსიქიკური სიმპტომებია: აპათია, გამდიზიანებლობა, იჭვნეულობა, ხოლო მოგვიანებით ეტაპზე – აბნევა და დემენცია.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები