რომანიშვილი-დგებუაძისა სოფიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რომანიშვილი-დგებუაძისა სოფიო''' - მსახიობი. 1899 წელს სახალხო თ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რომანიშვილი-დგებუაძისა სოფიო“ გადაიტანა გვერდზე „[[სოფიო რომან...)

11:04, 18 თებერვალი 2019-ის ვერსია

რომანიშვილი-დგებუაძისა სოფიო - მსახიობი.

1899 წელს სახალხო თეატრის სცენაზე პირველად გამოვიდა. მონაწილეობდა „დრონი მეფობენში“ - ნატოს როლში, „ორ ობოლში“ კი ასრულებდა ლუიზას. პარალელურად გამოდიოდა ნაძალადევის სცენაზე. რამდენიმე თვით გაემგზავრა რუსეთში. 1900 წელს დაბრუნდა საქართველოში, სახალხო სახლში დაიწყო მუშაობა და სცენას აღარ ჩამოშორებია. უბინაო სახალხო თეატრი მის სახლში მართავდა რეპეტიციებსა თუ გამგეობის კრებებს. მისგანვე მოჰქონდათ წარმოდგენებისთვის საჭირო ინვენტარი. სახალხო თეატრთან ერთად აგრძელებდა მუშაობას. 1920 წლის 20 აპრილს ქართული წარმოდგენების მმართველი წრის გამგეობამ სახალხო სახლში სასცენო მოღვაწეობის 20 წლის იუბილე გადაუხადა.


ლიტერატურა

ჟურ. ”თეატრი და ცხოვრება“, 1920, №14. სალომე ჭანტურიძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები