ბავშვთა ასაკის დეზინტეგრაციული აშლილობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბავშვთა დემენცია“ გადაიტანა გვერდზე „[[ბავშვთა ასაკის დეზინტეგ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბავშვთა ასაკის დეზინტეგრაციული აშლილობა“ გადაიტანა გვერდზე „[[...) |
13:35, 13 ივლისი 2018-ის ვერსია
ბავშვთა ასაკის დეზინტეგრაციული აშლილობა - (F84.3) (childhood disintegrative disorder), ბავშვთა ასაკის იშვიათი ფსიქოზური აშლილობა, რომლის დაწყებამდე ბავშვი სრულად ვითარდება 3-4 წლის მანძილზე. ხასიათდება ღრმა რეგრესიით და ქცევითი დეზინტეგრაციით, დაავადების დაწყებიდან რამდენიმე თვეში.
აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: მეტყველების გაუარესება, სოციალურ ჩვევათა და ინტერპერსონალურ ურთიერთობათა დარღვევები, სტერეოტიპები, მანერულობა, თუმცა სახის გამომეტყველება აზრიანია.
პროგნოზი არაკეთილსაიმედოა; რიგ შემთხვევაში აღინიშნება თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანების ნიშნები
სინონიმი
- ბავშვთა დემენცია
- სინდრომი ჰელერის