გაგლეჯილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გაგლეჯილა''' − გაგლეჯილა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გაგლეჯილა''' − გაგლეჯილა [[საქართველო]]ს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული თამაშის, „ნიშხა-ნიშხა ბარბალუკას” იდენტური იყო და მის მსგავსად კოსმიურ-მითოლოგიურ სცენას ასახავდა. იგი მნათობი მზისა და შავ-ბნელი ძალის – გველეშაპის დაუცხრომელ [[ბრძოლა|ბრძოლის]] სცენას გამოხატავდა.  
+
'''გაგლეჯილა''' − გაგლეჯილა [[საქართველო]]ს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული თამაშის, „[[ნიშხა-ნიშხა]] ბარბალუკას” იდენტური იყო და მის მსგავსად კოსმიურ-მითოლოგიურ სცენას ასახავდა. იგი მნათობი მზისა და შავ-ბნელი ძალის – გველეშაპის დაუცხრომელ [[ბრძოლა|ბრძოლის]] სცენას გამოხატავდა.  
  
 
თამაშის დროს ორ თანაბარ ჯგუფად გაყოფილი მოთამაშეები ხელიხელჩაკიდებულნი ერთმანეთის პირისპირ მწკრივდებოდნენ. ნიშხა-ნიშხას გაჭიმული
 
თამაშის დროს ორ თანაბარ ჯგუფად გაყოფილი მოთამაშეები ხელიხელჩაკიდებულნი ერთმანეთის პირისპირ მწკრივდებოდნენ. ნიშხა-ნიშხას გაჭიმული

მიმდინარე ცვლილება 15:33, 21 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

გაგლეჯილა − გაგლეჯილა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული თამაშის, „ნიშხა-ნიშხა ბარბალუკას” იდენტური იყო და მის მსგავსად კოსმიურ-მითოლოგიურ სცენას ასახავდა. იგი მნათობი მზისა და შავ-ბნელი ძალის – გველეშაპის დაუცხრომელ ბრძოლის სცენას გამოხატავდა.

თამაშის დროს ორ თანაბარ ჯგუფად გაყოფილი მოთამაშეები ხელიხელჩაკიდებულნი ერთმანეთის პირისპირ მწკრივდებოდნენ. ნიშხა-ნიშხას გაჭიმული მწკრივიდან ერთი მოთამაშე გაიქცეოდა, ბარბალუკას მწკრივს დაეძგერებოდა და მის გაწყვეტას ცდილობდა. თუ ამას შეძლებდა, მაშინ მწკრივის ერთი მონაწილე ტყვედ თან მიყავდა, ხოლო თუ ვერ მოახერხებდა, ბარბალუკას მწკრივის ტყვე თავად ხდებოდა და იქვე მწკრივში ებმებოდა.



[რედაქტირება] ლიტერატურა

ლომთათიძე, ნოღაიდელი, 2014:189; ლომთათიძე, ნოღაიდელი, 2014:70.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები