ნოზაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Davit nozadze.JPG|thumb|დავით ნოზაძე]]
 
'''ნოზაძე დავით''' − (1919 − 1997), პოეტი.  დაიბადა სოფელ ფერსათში (ბაღდათში). [[არმია]]ში გაიწვიეს 1939 წელს. იბრძოდა ლენინგრადის მისადგომებთან, იყო სანაღმტყორცნო [[ოცეული (სამხედრო)|ოცეული]]ს მეთაურის მოადგილე. 1942 წლის სექტემბერში მძიმედ დაიჭრა და სამშობლოში დაბრუნდა, როგორც დიდი [[სამამულო ომი]]ს ინვალიდი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1945 წელს. იგი ექვსი წიგნის ავტორია.
 
მიმდინარე ცვლილება 17:09, 6 აპრილი 2022 მდგომარეობით

დავით ნოზაძე

ნოზაძე დავით − (1919 − 1997), პოეტი. დაიბადა სოფელ ფერსათში (ბაღდათში). არმიაში გაიწვიეს 1939 წელს. იბრძოდა ლენინგრადის მისადგომებთან, იყო სანაღმტყორცნო ოცეულის მეთაურის მოადგილე. 1942 წლის სექტემბერში მძიმედ დაიჭრა და სამშობლოში დაბრუნდა, როგორც დიდი სამამულო ომის ინვალიდი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1945 წელს. იგი ექვსი წიგნის ავტორია.

ფრონტელი მეგობრის ბარათი
ალტაის მხრიდან მოფრინდა
სასიხარულო ბარათი.
სიმღერის ეშხით ავენთე,
მზის ბრწყინვალებით გავნათდი.
გულმა სიამე შეიტკბო.
ვით მობრძანება მაისის...
ხსოვნაში ძველი დღეების
გუგუნი ისევ გაისმის.
თუმც ისევ ისე აღარ მსურს,
რომ გავიხსენო ყოველი:
შიმშილი, წვა და წუხილი,
თავგანწირული ბრძოლები.
მტრის განლაგება დაშლილი,
გზა ჩვენგან გადათელილი.
გვსდევდა სიკვდილის აჩრდილი,
ბედზე ვართ გადარჩენილი.
ბედზე ვართ გადარჩენილი...
- გვაქვს სამშვიდობო მიზნები.
ის იქით მეპატიჟება, მე აქით ვეპატიჟები.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები