კოლინეაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კოლინეაცია''' (პროექციულ გეომეტრიაში) – სიბრტყის ყოველგვარ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:51, 13 მაისი 2024 მდგომარეობით

კოლინეაცია (პროექციულ გეომეტრიაში) – სიბრტყის ყოველგვარი გარდაქმნა, რომლის დროსაც წრფე გარდაიქმნება (აისახება) წრფეში.

გარდაქმნათა ასეთი კლასისათვის სახელწოდება „კოლინეაცია“ შემოიღო მებიუსმა, თავისი ფილოლოგი მეგობრის ვეისკეს რჩევით (1827). ეს ტერმინი გვახსენებს, რომ გარდაქმნა ინარჩუნებს სამი წერტილის კოლინეარობას, ანუ მათ თვისებას – მდებარეობდნენ ერთ წრფეზე. ამასთანავე, მებიუსმა შემოიღო სიტყვა „კორელაცია“, რომელიც აღნიშნავს ურთიერთდამოკიდებულებას, ურთიერთშესაბამისობას, თანაფარდობას.

კოლინეაციის კერძო სახეებს იყენებდა ნიუტონიც. პონსელიემ შეისწავლა კოლინეაციის სახე, რომელსაც ჰომოლოგია უწოდა (1822).


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები