გოცირიძე რომან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

რომან გოცირიძე დაიბადა 1956 წლის 7 ნოემბერს გალში. — ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის დოცენტი.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1982); ასპირანტურა (1985).

სამუშაო გამოცდილება

  • პედაგოგიური საქმიანობა (1984-90).
  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, დიდუბის №5 საარჩევნო ოლქი;
  • სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
  • საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992): პროპორციული წესით, №2 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „11 ოქტომბერი“.
  • საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი (1992-93).
  • ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი (2002-2004).
  • პარლამენტის წევრი (2004-2005): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
  • საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი (2005-2007).
  • პარლამენტის წევრი (2016-2020): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები