ბეჟანიშვილი თამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თამაზ ბეჟანიშვილი – დაიბადა 1942 წლის 29 იანვარს ხაშურში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი (1964). სამხედრო სამსახური (1964-65).
სამუშაო გამოცდილება
- ინჟინერი (1966-80).
- ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოების საწარმოო კომბინატის დირექტორი (1980-1984)
- ქარხანა „თბილხელსაწყოს“ მთავარი ინჟინერი (1984)
- „თბილხელსაწყოს“ გენერალური დირექტორი (1984-)
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მრეწველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე.