წილოსანი ხატია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხატია წილოსანი — დაიბადა 1984 წლის 10 ოქტომბერს
განათლება — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი; საქართველოს უნივერსიტეტი, სპეციალობა საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
- საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის თანამშრომელი (2011)
- საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პარლამენტის კომუნიკაციის ცენტრის პროგრამის ასისტენტი (2011-2012)
- სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, უფროსი (2012-2017)
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურის ერთეულის ხელმძღვანელი, მინისტრის მოადგილე (2017-2020)
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020), გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (17-12-2020), აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი (17-12-2020)