ქაშანური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:16, 27 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქაშანური – მხატვრული კერამიკის ერთ-ერთი ქვესახეობა, გამომწვარი თიხის ნაწარმი, რომელსაც აქვს წვრილნასვრეტებიანი ჩვეულებრივ თეთრი, გაუმჭვირვალე მასალა (ბისკვიტი). ქაშანური იფარება, როგორც წესი, გამჭვირვალე ჭიქურით. აქვს სხვადასხვაგვარი გამოყენება (ჭურჭელი, სკულპტურა, არქიტექტურული დეტალები და ა. შ.).