იმერლიშვილი ხვთისო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმერლიშვილი ხვთისო – (1867 – 1946), მეტსახელად – ტოკა ხვთისო იმერლიშვილი, იგივე ტოკა, დაიბადა სოფელ ბაჩალში (თიანეთი). ბავშვობა სიღარიბესა და მოჯამაგირეობაში გაუტარებია. გასული საუკუნის 10-იან წლებში ჩასახლებულა ლაფანყურში, საიდანაც შემდეგ მეზობელ სოფელ გრძელჭალაში გადასახლებულა.


ტოკა და უცნობი მოლექსე:

უცნობი
ჩემიმც ძაღლი გქნა, ტოკაო,
დამები ბაკის ახლოსა.
კვირაში ერთხელ გაჭმევდი,
ცივ წყალსა, ასლის ქატოსა.
ტოკა
ერთხელ ხო დავზეზდებოდი,
ცოლს ვუტირებდი პატრონსა,
სუ დავაჭმევდი ნადირსა
პატრონის ცხვარსა’დ საქონსა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები