ჟუკოვსკის ხორბალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:58, 29 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟუკოვსკის ხორბალი

ჟუკოვსკის ხორბალი — Triticum zhukovskyi Menabde & Ericzjan, გასული საუკუნის 50-იან წლებში ვლ. მენაბდის (1959) მიერ ზანდურის პოპულაციებში აღმოჩენილი იქნა ისეთი მცენარეები, რომელიც მორფოლოგიურად გამოირჩეოდა T. timopheevii-ს ტიპისაგან; ვლ. მენაბდემ და ა. ერიციანმა, კარიოლოგიური და ფილოგენეტიკური გამოკვლევების საფუძველზე, მიზანშეწონილად ჩათვალეს ზანდურის 42-ქრომოსომიანი ფორმის სახეობის რანგში აყვანა და ამ სახეობას კულტურული ფლორის ცნობილი მკვლევარის ჟუკოვსკის პატივსაცემად T. zhukovskyi Menabde & Ericzjan უწოდეს (მენაბდე, ერიციანი, 1960). ამდენად, ზანდურის პოპულაციის შემადგენლობაში დადგენილია პოლიპლოიდური რიგი: ჟუკოვსკის ხორბალი ჰექსაპლოიდური (2n=42); დიპლოიდური T. monococcum გვაწა ზანდური (2n=14); ტეტრაპლოიდური T. timopheevii ჩელტა ზანდური (2n=28).





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები