გამინება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:04, 25 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამინება (ვიტრიფიკაცია) – სითხის გადასვლა მინისებრ მდგომარეობაში. ახასიათებთ ამორფულ ნივთიერებებს და მას ადგილი აქვს მაშინ, როცა ნივთიერების ელემენტალურ ნაწილაკებს (ატომები, მოლეკულები, ბლოკები) შორის იქმნება საკმარისი რაოდენობის ბმები რაღაც ზღვრულ ტემპერატურაზე. ამასთან დაკავშირებით, ამორფული სხეულებისთვის არსებობს ზღვრული ტემპერატურა (გამინების ტემპერატურა), რომლის ქვევითაც ნივთიერება ხდება მინისებრი (მყარი), ხოლო ამ ტემპერატურის ზევით – თხევადი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები