აპლოდისმენტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:02, 3 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აპლოდისმენტები – (ფრანგ. applaudissment ტაშისკვრა, < ლათ. applaudo – ტაშს ვუკრავ) – ტაშისკვრა მოწონების ან მისალმების ნიშნად.
თეატრში – სცენაზე წარმოდგენილის, შესრულებულის მოწონების ნიშნად, ასევე აქტის დასასრულს მსახიობთა გამოსაძახებლად. ძველ რომში არსებობდა სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე აპლოდისმენტების წინასწარ შემუშავებული სისტემა. ტაშისკვრის ტრადიცია შენარჩუნებულ იქნა ყველა დროში და ყველა ქვეყანაში.