(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
დამა – ამპლუა მე-17 საუკუნის ესპანურ თეატრში; ქალის როლის შემსრულებელი (კომიკურის და სახასიათოს გამოკლებით). იმისდა მიხედვით, თუ რა ადგილი ეკავა დასში, მსახიობი ქალები იყოფოდნენ „პირველ“, „მეორე“, „მესამე“, „მეოთხე“ დამებად.
წყარო
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი