კილანტარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:24, 7 მარტი 2016-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კილანტა

კილანტარი (მეგრ.) - კელაპტარის თავისებური ტიპი, რომელსაც გამოიყენებდნენ მიცვალებულის წლისათვის ცერემონიალის ჩატარებისას. კილანტარი წარმოადგენს სწორად და მრგვალად გათლილ გრძელ ჯოხს, რომელსაც ზოლებად შემოხვეული აქვს შავი და თეთრი ფერის გასანთლული მიტკალი. გარშემო იქით-აქეთ პატარა სანთლები ჰქონდა დამაგრებული. წვერზე ედგა ფრინველის ქანდაკება. წლისთავზე კილანტარს ეზოში გაიტანდნენ და მიზანში ესროდნენ თოფს ფრინველს. ვინც მოახვდრებდა გამარჯვებულად ის ითვლებოდა და ჯილდოს მიიღებდა.

ლიტერატურა

ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006 წ. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები