ცისტოიზოსპორები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:50, 7 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცისტოიზოსპორები – (Cystoisospora; ბერძნ. kystis ბუშტი, პარკი + isos ერთნაირი + spora თესლი), უმარტივესები; მიეკუთვნებიან Cystoisospora-ს გვარს, Eimeriidae-ს ოჯახს, Coccidiida-ს რაზმს. მათ რთული განვითარების ციკლი აქვთ. მეროგონია და გამეტოგონია მიმდინარეობს ხორცისმჭამელი ცხოველების ნაწლავებში, რის შემდეგ გარემოში გამოიყოფა იზოსპორიოდული ტიპის მოუმწიფებელი ოოცისტები. ძაღლის და კატის დაინვაზიება ხდება ოოცისტების გადაყლაპვის ან მღრღნელების შეჭმით, რომელთა ორგანიზმში ცისტოიზოსპორები განვითარების გარკვეულ სტადიას გადიან. მღრღნელები ფაკულტატური მასპინძლებია.