ადამი და ანამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:11, 7 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადამი და ანამი (აფხ. Адами, Анами) – დედამიწაზე გაჩენილი პირველი ადამიანები (ცოლ-ქმარი) აფხაზური ეტიოლოგიური გადმოცემების მიხედვით (შდრ. ბიბლიური თქმულება). მათ გაუჩნდათ სამი ვაჟი, და, რადგან იმ უხსოვარ დროში საჭმელი ჯერ კიდევ არ იყო, შვილებს ჰაერით კვებავდნენ. ერთხელაც ეშმაკმა ადამს წითელი ვაშლი მისცა. ვაშლნაჭამმა ადამმა ჩაისვარა. უფროსმა შვილებმა ასეთ მდგომარეობაში მყოფი მამა რომ იხილეს, იზიზღეს და გარეთ გავარდნენ; მხოლოდ უმცროსმა დაბანა იგი. ადამმა უფროსი ვაჟები დაწყევლა, შრომა არ მოგაკლოთ ღმერთმაო, ხოლო უმცროსი დალოცა, ჯაფა ნუმც გენახოს, თავი ისე გერჩინოსო. ასე რომ, ბევრის მშრომელი ადამიანები ადამის უფროსი ვაჟების შთამომავლები არიან, უჯაფოდ თავის მარჩენელნი – უმცროსისა.


ლიტერატურა

ს. ზუხბა. აფხაზური ზეპირსიტყვიერება. აფხაზურიდან თარგმნეს თ. გვანცელაძემ და ა. არაბულმა, თბ., 1988.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები