თუშმალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:45, 12 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თუშმალი - (სპარს. tušmāl - „მეკარე“) სასახლის სამზარეულოს მოხელე, ქარხნის ნაზირის ქვემდებარე. სულხან-საბას განმარტებით, მზარეულთა უხუცესი. „დასტურლამალის“ მიხედვით, სასახლეში ოთხი თუშმალი იყო. თუშმალის დაქვემდებარებაში იყვნენ მზარეულები, მეხორცე, აბდარი (აბდარი - მეფის სასმელი წყლის მცველი), შეშის მზიდავი, მეთეფშე. თუშმალის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენდა სასახლის პროდუქტებით მომარაგება, დანახარჯის ზუსტი ანგარიში და ზედამხედველობა მეჯლისის დროს, სტუმრებისათვის საჭმლის მირთმევა. სამეფო კარის თუშმალები იყვნენ სამეფო აზნაურული სახლების წარმომადგენლები, რომლებიც ამ თანამდებობას მემკვიდრეობით ფლობდნენ. მაგ., XVII ს-ის 50-60-იან წწ-ში როსტომისა და ვახტანგ V-ის (1658-1675) კარზე თუშმალობა მესტუმრეობასთან ერთად ჰქონია დონდარა ეჯუბაშვილს. მის შემდგომ თუშმალის თანამდებობაზე ჩანან დონდარას ძმა ზურაბი და ძმისწულები: ზაალ და შავერდა.



წყაროები და ლიტერატურა

დასტურლამალი 1965: 252; პალ 1991: 595-596; პალ 1993: 164-165; ივ.სურგულაძე 1952: 196; ქსოის 1984: 32.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები