ლიკანი (კურორტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:03, 8 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ რომანოვის სასახლე ლიკანში

ლიკანი — კურორტი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ქ. ბორჯომის დასავლეთ ნაწილში, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან (უმეტესად წიწვოვანი) კალთებზე. ზღვის დონიდან 800–900 მ, თბილისიდან 150 კმ.

1871 წ. რუსეთის მეფისნაცვალმა, კავკასიის მთავარმართებელმა, დიდმა მთავარმა მიხეილ რომანოვმა სოფელ ლიკანში საზაფხულო სასახლე ააგო. ამჟამად ლიკანი შედის ბორჯომის ფარგლებში.

ზამთარი რბილი და არც თუ ისე თოვლიანია, საშუალო ტემპერატურაა −2,0 °C, ზაფხული თბილია, საშუალო ტემპერატურა 20-25 °C. კურორტის ძირითადი ფაქტორია მინერალური წყაროა, რომელსაც იყენებენ როგორც სასმელად, ასევე ბალნეოლოგიური სამკურნალო პროცედურებისთვის.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები