სერარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:49, 20 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაბილოვანი (მოვიჴსენო მე რააბისი და ბაბილოვნისა, რომელთა მიციან მე; და, აჰა, ესერა, უცხოთესლნი და ტჳროს და ერი ჰინდოთა, ესენი იშვნეს მუნ. 86, 4) - ქალაქი ბაბილოვანი (ბაბილონი), წოდებული სერარად, დააარსა ნოეს ერთ-ერთი ძის ქამის შვილიშვილმა ნიმროდმა. სწორედ აქ შენდებოდა გოდოლი, რომელიც იქმნა მიზეზად ენათა განყოფისა (შესაქ. 11, 1-9).

ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა (გამეფდა 605 წ. ქ.შ.-მდე) დაარღვია ტაძარი იერუსალიმისა და დაატყვევა ისრაელნი, რომელთაც ბაბილონის ტყვეობაში გაატარეს 70 წელი, ბაბილონში კიროსის გამეფებამდე, რომელმაც გაანთავისუფლა ისრაელნი ტყვეობისაგან (ქ.შ.-მდე 526 წ.).

წყარო

ანჩისხატის ტაძრის მედავითნე იოსებ ახალშენოვი, - ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები