ტყის ფურისულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:29, 3 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტყის ფურისულა

ტყის ფურისულა - (Primula woronowii Losinsk.); ოჯახი: ფურისულისებრნი (Primulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები ოდნავ ნაოჭიანია, მოგრძო-უკუკვერცხისებურია, კიდეებზე კბილებიანი, კბილების დაბოლოებები ოდნავ ეკლიანია, ყუნწი – ოდნავ ფრთიანი. ორივე მხარე შებუსულია. ყვავილის ყუნწები ფოთლებზე გრძელი ან მისი ტოლია. გვირგვინი შეფერილობით იასამნისფერიდან თეთრამდეა, ხახაში პატარა ყვითელი ლაქით. ყვ. ნაყ. II-IV. მცენარე გავრცელებულია დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე, ტყეებსა და ხევებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.







წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები