თეოდოსი დიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეოდოსი დიდი - დაიბადა კაპადოკიაში. კარგი ხმის წყალობით ახალგზარდობაში მედავითნედ აკურთხეს. 451 წელს იერუსალიმში გაემგზავრა. გზად მიმავალი ანტიოქიაში შეხვდა სვიმეონ მესვეტეს, რომელმაც უწინასწარმეტყველა, რომ მეტყველ ცხოვართა მწყემსი გახდებოდა. თეოდოსიმ იერუსალიმში სახარებისეული ყველა ადგილი მოინახულა. იერუსალიმიდან ბეთლემში მიმავალი იმ გამოქვაბულში შეჩერდა, სადაც ერთ დროს შეჩერდნენ ჩვილი მაცხოვრის თაყვანის საცემად მიმავალი მოგვები. იგი ამ ადგილას დარჩა და მალე აქ გაჩნდა სამონაზვნო თემი, რომელიც მოკლე ხანში ისეთი მრავალრიცხოვანი შეიქნა, რომ გამოქვაბულმა ვეღარ დაიტია და ძმების თხოვნით ახალი მონასტრისათვის ადგილის შესარჩევად თეოდოსი საცეცხლურით ხელში ფისის ტბისაკენ გაემართა. რომ მივიდა ნახშირი არ აენთო...! და უკან გამობრუნდა. გამოქვაბულამდე ბევრი აღარ იყო დარჩენილი, რომ უეცრად საცეცხლურში ნახშირი აალდა და ირგვლივ საოცარი კეთილსურნელება დატრიალდა. ამ ადგილას ტაძარი ააგეს. მალე დიდი სავანეც გაჩნდა, რომელსაც თეოდოსი დიდის სახელი უწოდეს.

თეოდოსის სახელს უკავშირდება ლოცვით საკვების სასწაულებრივი გამრავლების არაერთი ამბავიც. იმპერატორ ანასტასი პირველის დროს გამწვავდა მონოფიზიტური დავა. მონოფიზიტებმა მე-4 მსოფლიო კრების გადაწყვეტილებათა უარყოფა დაიწყეს. ამის საწინააღმდეგო პასუხი პალესტინელი ბერების სახელით თეოდოსიმ წერილობით აცნობა მეფეს. შემდეგ კი იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე მივიდა და გამოაცხადა: „ვინც პატივს არ სცემს 4 კრების გადაწყვეტილებებს ისევე, როგორც 4 სახარებას, ანათემირებულ იქნას“. იგი დააპატიმრეს და ანასტასის გარდაცვალების შემდეგ გამოუშვეს საპყრობილიდან. გარდაიცვალა 529 წელს 105 წლის ასაკში. დაკრძალულია სამი მოგვის გამოქვაბულში.



წყარო

წმ. დიმიტრი როსტოველი, სენაკის მემატიანე (შენიშვნები);თარგ. ნინო გულიაშვილის.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები