ფოლკლორული ჟანრების კლასიფიკაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფოლკლორული ჟანრების კლასიფიკაცია – ფოლკლორის აღმოცენების ადრეულ საფეხურებზე, ე. წ. ხელოვნების სინკრეტიზმის ხანაში ჟანრობრივი დიფერენციაცია არ არსებობდა. განვითარების შემდგომ ეტაპზე ფოლკლორში თანდათან გამოიკვეთა ეპიკური (დრამატული, ლირო-ეპიკური და ლირიკული ჟანრები. ამასთან ერთად, ზეპირსიტყვიერების თავისებურებამ ფოლკლორისტიკაში წარმოშვა აუცილებლობა თემატური ჟანრების დაკანონებისა. აქედან გამომდინარე, თანამედროვე მეცნიერება ჟანრის მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ თემატურ ჯგუფებს, როგორიცაა: მითოლოგიური, საწესჩვეულებო, შრომის, საგმირო, საისტორიო, სამონადირეო, სატრფიალო, საყოფაცხოვრებო ლექსები.
ჯ. ბარდაველიძე