ღარაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ღარაკი, (ჰალტელი) − (ინგლ. quirk; გერმ. hohlkehle ღარაკი, ამონაღები)
1. სათელი; დაპროფილებული ხის თამასა, რომელიც იხმარება პირდაპირი ნაკერის, შვერილის, წიბოსა და მისთ. დასაფარავად;
2. ხის ან ლითონის ნაკეთობის შიგა კუთხის დამრგვალება;
3. ჭერის დეკორატიული თამასა;
4. სადურგლო იარაღი ნახევარწრიული ღარის ამოსაღებად;
5. არქიტექტურული ნატეხი, ღარი ნაშვერებს შორის მომრგვალებული კუთხეებით;
6. სახურავის დეტალი – მცირე ზომის ღარი წვიმის წყლის გადასაყვანად.