თოკი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თოკი – სოფელი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარგავის თემში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ფარავნის მარჯვენა მხარეს, ვარევანისწყლის შესართავთან, ზღვის დონიდან 1640-1650 მ სიმაღლეზე, დაბა ასპინძიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 28 კმ

მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 110 (2002).

შემორჩენილია წმ. გიორგის ეკლესია და სტელები (IX-X სს.). შემორჩენილია დარბაზული ტიპის ერდოიანი საცხოვრებელი სახლები, დარნები, აგრეთვე ძველი ტერასები, სადაც მოშენებული ჰქონდათ ხეხილის ბაღები. როგორც ფიქრობენ, სახელწოდება ვიწრო ბილიკს უნდა უკავშირდებოდეს, რომლითაც მიმოდიოდა მოსახლეობა სოფლიდან ხეობაში განლაგებულ ხეხილის ბაღებამდე.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები