კავკასიური სალამანდრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კავკასიური სალამანდრა

კავკასიური სალამანდრა – (Mertensiella caucasica), ამფიბია სალამანდრისებრთა ოჯახიდან, ენდემი. მისი სხეულის სიგრძე 19 სმ აღწევს. ზურგზე ყვითელი კოპლები აქვს. გავრცელებულია მცირე აზიაში, საქართველოში გვხვდება ბორჯომის ხეობაში, საირმეში, აჭარაში. გვხვდება აჭარა-იმერეთისა და თრიალეთის ქედებზე. ცხოვრობს ზღვის დონიდან 2800 მ-მდე. ბინადრობს ცივ ნაკადულებსა და ნოტიო ღელეებში. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც გამქრალი ან მიუვალ ადგილებში შემორჩენილი სახეობა.




წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები