კესელრინგის შროშანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კესელრინგის შროშანა

კესელრინგის შროშანა – (Lilium kesselrin gianum) – მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახის გვარისა. კესელრინგის შროშანა სამკურნალო, ბოლქვიანი მცენარეა, 1.5 მ-დე სიმაღლის. ყვავილობს ივლისში. თესლი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. უპირატესობას ანიჭებს მსუბუქ ქვიშნარ და საშუალო თიხნარ და კარგად დრენირებად ნიადაგს, შეუძლია ზრდა საკვები ნივთიერებებით ღარიბ ნიადაგზეც. უკეთესად იზრდება მჟავე და ნეიტრალურ ნიადაგზე. ზრდა შეუძლია ნახევრად დაჩრდილულ (მეჩხერ ტყეში) და ღია ადგილებშიც. ხასიათდება ნიადაგის ტენიანობისადმი მომთხო ვნელობით.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები