ბავშვის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სექსუალური ძალადობა ბავშვზე“ გადაიტანა გვერდზე „[[ბავშვის მიმა...)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბავშვის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა''' - (sexual abuse of child), სექსუალური ძალადობა, ჩვეულებრივ, გულისხმობს გენიტალურ კონტაქტს და სისასტიკის ხარისხის მიხედვით ვარირებს სექსუალურად შეფერადებული მოფერებიდან ძალადობით ან ფიზიკური ზეწოლით განხორციელებულ სქესობრივ აქტამდე. აქვე შედის ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადება და სხეულით ვაჭრობის იძულება.
+
'''ბავშვის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა''' - (sexual abuse of child)  ტერმინი „სექსუალური ძალადობა", გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბავშვი მონაწილეობს სექსუალურ ქმედებაში გაცნობიერებული თანხმობის გარეშე, რაც კანონისა და კულტურალური ნორმების საწინააღმდეგოა. ეს ტერმინი მხოლოდ ფიზიკური კონტაქტის შემთხვევაში არ გამოიყენება. პორნოგრაფიული ფოტოებისა და ფილმებისთვის პოზირებასაც გულისხმობს. მოძალადე, ჩვეულებრივ, ბავშვის ნაცნობი ან ოჯახის წევრია ([[ინცესტი]]). იშვიათად, ბავშვი შეიძლება პედოფილთა ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდეს.
  
 +
==== ეპიდემიოლოგია ====
 +
წლიური შემთხვევების სიხშირე 1000 სულ მოსახლეზე დაახლოებით 2 ბავშვია (Jones, 2000). ეს მონაცემები ნასესხებია კრიმინალური სტატისტიკიდან და სხვადასხვა მიმოხილვიდან. თუმცა, ძალადობის განსხვავებული განმარტებები და არაზუსტი აღრიცხვა ართულებს გამოქვეყნებული მაჩვენებლების ინტერპრეტაციას. ზოგადად მიღებულია, რომ გაუპატიურების მსხვერპლნი,
 +
უპირატესად, გოგონები არიან და შეფარდება დაახლოებით ასეთია: 2-3:1 (Finkelhor, 1986). მოძალადეები ძირითადად
 +
მამაკაცები არიან. ძალადობა უმთავრესად ოჯახში ხდება. განსაკუთრებით ხშირია მამინაცვალის მიერ გერის გაუპატიურების ფაქტები (Russell, 1984). ქალების მხრიდან სექსუალური ძალადობა შესწავლილი არაა. არსებობს მონაცემები, რომ სექსუალური ძალადობის შემთხვევათა ოთხ მეხუთედში ბავშვის დედა მონაწილეობდა (Faller, 1987); ამასთან მოძალადე ქალების უმრავლესობა თავად
 +
იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი (Mccarty, 1986).
 +
 +
ზოგადი პოპულაციის რეტროსპექტული კვლევები გვიჩვენებს, რომ ქალების 20-50% ბავშვობაში სხვადასხვა სახის სექსუალურ ძალადობას განიცდიდა (Peters et al., 1986). ამ კვლევებში შეისწავლეს უბრალო შეხებაც და განმეორებითი სექსუალური აქტიც.
 +
 +
==== კლინიკური სურათი ====
 +
ძალადობით გამოწვეული კლინიკური ნიშნები დამოკიდებულია სექსუალური ზემოქმედების თავისებურებასა და მოძალადის მიმართ ბავშვის დამოკიდებულებაზე. ბავშვები მაშინ უფრო ასახელებენ მოძალადეს, თუ ის უცნობი პირია. სექსუალური ძალადობის ფაქტი შეიძლება აღიაროს თავად ბავშვმა ან ნათესავმა; შეიძლება, აგრეთვე, არაპირდაპირი ნიშნებით გამოვლინდეს, როგორებიცაა: უროგენიტალური ან ანალური პრობლემები, ორსულობა, ქცევითი ან ემოციური აშლილობები, ასაკისთვის შეუფერებელი, გამომწვევი ან სხვაგვარად მიუღებელი სექსუალური ქცევა. მოზარდი გოგონების შემთხვევაში სახლიდან გაქცევა ან აუხსნელი [[სუიციდი|სუიციდის]] მცდელობა შეიძლება სექსუალურ ძალადობაზე მიუთითებდეს. ოჯახში ძალადობის შემთხვევებს, ხშირად, ოჯახური კონფლიქტები მოსდევს ხოლმე.
 +
 +
==== სექსუალური ძალადობის შედეგები ====
 +
სექსუალურ ძალადობაზე ემოციური შედეგი შეიძლება იყოს [[შფოთვა]], შიში, [[დეპრესია]], გაბრაზება, მიუღებელი სექსუალური ქცევა; ხოლო, დაორსულიბისას, არასასურველ ორსულობაზე რეაქცია. ხშირია დანაშაულისა და მომხდარზე საკუთარი პასუხისმგებლობის განცდა. ზოგ ბავშვს პოსტტრავმული აშლილობის ნიშნები აღენიშნება. არ არის შესწავლილი ის, თუ რამდენად ხშირია ასეთი რეაქცია და რამდენადაა ეს დამოკიდებული ძალადობის ხასიათსა და გარემოებებზე.
 +
 +
გრძელვადიანი შედეგებია: დეპრესია, დაქვეითებული თვითშეფასება, [[თვითდასახიჩრება|თვითდაზიანებები]] და სირთულეები ურთიერთობაში. ასევე, ხშირია სექსუალური პრობლემები როგორც ჰიპერსენსიტიურობის, ასევე ინჰიბიციის სახით. სექსუალური ძალადობის შედეგები, ჩვეულებრივ, უფრო მძიმეა, თუ მას ფიზიკური ზემოქმედება და სექსუალური აქტი ახლავს თან. მნიშვნელოვანია ძალადობასთან დაკავშირებული გარემოებები, მაგ., ძალადობის გამჟღავნება, თანმხლები სამართლებრივი პროცედურები, ოჯახური პრობლემები - [[ბავშვის უგულებელყოფა]], სექსუალური დევიაციები ან ნარკომოხმარება (Seghorn et al., 1987). მაშინაც კი, როდესაც შესაძლებელია ამ ფაქტორების გაკონტროლება, მაინც სექსუალური ძალადობა [[მოზარდობის ასაკი|მოზარდობის ასაკში]] დაკავშირებულია მთელი რიგი ფსიქიკური აშლილობების, კერძოდ, დეპრესიის, შფოთვითი და პიროვნების აშლილობების განვითარებასთან (Spataro et al., 2004).
 +
 +
==== ეტიოლოგია ====
 +
სექსუალური ძალადობა გამოვლენილია ყველა სოციოეკონომიკურ ჯგუფში, თუმცა, უფრო ხშირია სოციალურად დეპრივირებულ ოჯახებში. ისეთი მჭიდრო კავშირი სოციალურ პრობლემებსა და სექსუალურ ძალადობას შორის, როგორიც არის [[ფიზიკური ძალადობა ბავშვზე|ფიზიკური ძალადობის]] შემთხვევაში, არ ჩანს (Finkelhor, 1984). არსებობს რამდენიმე წინაპირობა,
 +
რომელიც სექსუალური ძალადობის ალბათობას ზრდის: <br />
 +
'''მოძალადისთვის''' - დევიაციური სექსუალური მოტივაცია, იმპულსურობა, გაცნობიერების დაქვეითებული უნარი და გარემო შეზღუდვების ნაკლებობა (მაგ., კულტურალური ტოლერანტობა); <br />
 +
'''ბავშვებისთვის''' - (დაუცველობის, უგულებელყოფის ან სხვა მიზეზების გამო) წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა.
 +
 +
==== მართვა ====
 +
თავდაპირველად აუცილებელია ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ამ დროს გატარებული ღონისძიებები ფიზიკური ძალადობის შემთხვევების მართვის მსგავსია. ისევე წყდება ბავშვის ოჯახიდან დაშორების საკითხი. განსაკუთრებით რთულია იმ ოჯახის ინტერვიუირება, რომელშიც ძალადობის ფაქტი მოხდა. ისინი, ჩვეულებრივ, უარყოფენ მომხდარი სექსუალური ძალადობის სერიოზულობას, ოჯახში სექსუალური დევიაციის არსებობას ან ოჯახის სხვა წევრების გაუკუღმართებულ ქცევასა და სხვა
 +
ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებს. მოძალადეს უტარებენ ინდივიდუალურ ან ჯგუფურ თერაპიას იმ მიზნით, რომ პიროვნებამ გააცნობიეროს პრობლემა და ძალადობის შედეგები და შემცირდეს პრობლემის უარყოფის ხარისხი. თუ დედა თავადაა ძალადობის მსხვერპლი, უნდა აეხსნას, რომ მისი პირადი გამოცდილება გავლენას ახდენს შვილის ძალადობის საპასუხო რეაქციაზე.
 +
 +
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები სექსუალურად არასწორად ვითარდებიან და საჭიროებენ დახმარებას. მათ უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა, რათა დაძლიონ ემოციური მდგომარეობა და აიმაღლონ თვითშეფასება. დახმარება უნდა მოიცავდეს რეაბილიტაციური ღონისძიებების საფეხურეობრივ პროგრამას მთელი ოჯახისთვის და არა ხანმოკლე ინტერვენციას.
 +
ბავშვებისთვის, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობები აღენიშნებათ, ყველაზე ეფექტურია [[კოგნიტურ-ანალიტიკური თერაპია|კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპიის]] ჩატარება (Ramchandani andJones, 2003).
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
+
* [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 +
* [[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
 
[[კატეგორია:ძალადობა]]
 
[[კატეგორია:ძალადობა]]
 
[[კატეგორია:ძალადობა ბავშვზე]]
 
[[კატეგორია:ძალადობა ბავშვზე]]
 
[[კატეგორია:სექსუალური ძალადობა]]
 
[[კატეგორია:სექსუალური ძალადობა]]

მიმდინარე ცვლილება 16:11, 9 ივლისი 2019 მდგომარეობით

ბავშვის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა - (sexual abuse of child) ტერმინი „სექსუალური ძალადობა", გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბავშვი მონაწილეობს სექსუალურ ქმედებაში გაცნობიერებული თანხმობის გარეშე, რაც კანონისა და კულტურალური ნორმების საწინააღმდეგოა. ეს ტერმინი მხოლოდ ფიზიკური კონტაქტის შემთხვევაში არ გამოიყენება. პორნოგრაფიული ფოტოებისა და ფილმებისთვის პოზირებასაც გულისხმობს. მოძალადე, ჩვეულებრივ, ბავშვის ნაცნობი ან ოჯახის წევრია (ინცესტი). იშვიათად, ბავშვი შეიძლება პედოფილთა ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდეს.

სარჩევი

[რედაქტირება] ეპიდემიოლოგია

წლიური შემთხვევების სიხშირე 1000 სულ მოსახლეზე დაახლოებით 2 ბავშვია (Jones, 2000). ეს მონაცემები ნასესხებია კრიმინალური სტატისტიკიდან და სხვადასხვა მიმოხილვიდან. თუმცა, ძალადობის განსხვავებული განმარტებები და არაზუსტი აღრიცხვა ართულებს გამოქვეყნებული მაჩვენებლების ინტერპრეტაციას. ზოგადად მიღებულია, რომ გაუპატიურების მსხვერპლნი, უპირატესად, გოგონები არიან და შეფარდება დაახლოებით ასეთია: 2-3:1 (Finkelhor, 1986). მოძალადეები ძირითადად მამაკაცები არიან. ძალადობა უმთავრესად ოჯახში ხდება. განსაკუთრებით ხშირია მამინაცვალის მიერ გერის გაუპატიურების ფაქტები (Russell, 1984). ქალების მხრიდან სექსუალური ძალადობა შესწავლილი არაა. არსებობს მონაცემები, რომ სექსუალური ძალადობის შემთხვევათა ოთხ მეხუთედში ბავშვის დედა მონაწილეობდა (Faller, 1987); ამასთან მოძალადე ქალების უმრავლესობა თავად იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი (Mccarty, 1986).

ზოგადი პოპულაციის რეტროსპექტული კვლევები გვიჩვენებს, რომ ქალების 20-50% ბავშვობაში სხვადასხვა სახის სექსუალურ ძალადობას განიცდიდა (Peters et al., 1986). ამ კვლევებში შეისწავლეს უბრალო შეხებაც და განმეორებითი სექსუალური აქტიც.

[რედაქტირება] კლინიკური სურათი

ძალადობით გამოწვეული კლინიკური ნიშნები დამოკიდებულია სექსუალური ზემოქმედების თავისებურებასა და მოძალადის მიმართ ბავშვის დამოკიდებულებაზე. ბავშვები მაშინ უფრო ასახელებენ მოძალადეს, თუ ის უცნობი პირია. სექსუალური ძალადობის ფაქტი შეიძლება აღიაროს თავად ბავშვმა ან ნათესავმა; შეიძლება, აგრეთვე, არაპირდაპირი ნიშნებით გამოვლინდეს, როგორებიცაა: უროგენიტალური ან ანალური პრობლემები, ორსულობა, ქცევითი ან ემოციური აშლილობები, ასაკისთვის შეუფერებელი, გამომწვევი ან სხვაგვარად მიუღებელი სექსუალური ქცევა. მოზარდი გოგონების შემთხვევაში სახლიდან გაქცევა ან აუხსნელი სუიციდის მცდელობა შეიძლება სექსუალურ ძალადობაზე მიუთითებდეს. ოჯახში ძალადობის შემთხვევებს, ხშირად, ოჯახური კონფლიქტები მოსდევს ხოლმე.

[რედაქტირება] სექსუალური ძალადობის შედეგები

სექსუალურ ძალადობაზე ემოციური შედეგი შეიძლება იყოს შფოთვა, შიში, დეპრესია, გაბრაზება, მიუღებელი სექსუალური ქცევა; ხოლო, დაორსულიბისას, არასასურველ ორსულობაზე რეაქცია. ხშირია დანაშაულისა და მომხდარზე საკუთარი პასუხისმგებლობის განცდა. ზოგ ბავშვს პოსტტრავმული აშლილობის ნიშნები აღენიშნება. არ არის შესწავლილი ის, თუ რამდენად ხშირია ასეთი რეაქცია და რამდენადაა ეს დამოკიდებული ძალადობის ხასიათსა და გარემოებებზე.

გრძელვადიანი შედეგებია: დეპრესია, დაქვეითებული თვითშეფასება, თვითდაზიანებები და სირთულეები ურთიერთობაში. ასევე, ხშირია სექსუალური პრობლემები როგორც ჰიპერსენსიტიურობის, ასევე ინჰიბიციის სახით. სექსუალური ძალადობის შედეგები, ჩვეულებრივ, უფრო მძიმეა, თუ მას ფიზიკური ზემოქმედება და სექსუალური აქტი ახლავს თან. მნიშვნელოვანია ძალადობასთან დაკავშირებული გარემოებები, მაგ., ძალადობის გამჟღავნება, თანმხლები სამართლებრივი პროცედურები, ოჯახური პრობლემები - ბავშვის უგულებელყოფა, სექსუალური დევიაციები ან ნარკომოხმარება (Seghorn et al., 1987). მაშინაც კი, როდესაც შესაძლებელია ამ ფაქტორების გაკონტროლება, მაინც სექსუალური ძალადობა მოზარდობის ასაკში დაკავშირებულია მთელი რიგი ფსიქიკური აშლილობების, კერძოდ, დეპრესიის, შფოთვითი და პიროვნების აშლილობების განვითარებასთან (Spataro et al., 2004).

[რედაქტირება] ეტიოლოგია

სექსუალური ძალადობა გამოვლენილია ყველა სოციოეკონომიკურ ჯგუფში, თუმცა, უფრო ხშირია სოციალურად დეპრივირებულ ოჯახებში. ისეთი მჭიდრო კავშირი სოციალურ პრობლემებსა და სექსუალურ ძალადობას შორის, როგორიც არის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, არ ჩანს (Finkelhor, 1984). არსებობს რამდენიმე წინაპირობა, რომელიც სექსუალური ძალადობის ალბათობას ზრდის:
მოძალადისთვის - დევიაციური სექსუალური მოტივაცია, იმპულსურობა, გაცნობიერების დაქვეითებული უნარი და გარემო შეზღუდვების ნაკლებობა (მაგ., კულტურალური ტოლერანტობა);
ბავშვებისთვის - (დაუცველობის, უგულებელყოფის ან სხვა მიზეზების გამო) წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა.

[რედაქტირება] მართვა

თავდაპირველად აუცილებელია ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ამ დროს გატარებული ღონისძიებები ფიზიკური ძალადობის შემთხვევების მართვის მსგავსია. ისევე წყდება ბავშვის ოჯახიდან დაშორების საკითხი. განსაკუთრებით რთულია იმ ოჯახის ინტერვიუირება, რომელშიც ძალადობის ფაქტი მოხდა. ისინი, ჩვეულებრივ, უარყოფენ მომხდარი სექსუალური ძალადობის სერიოზულობას, ოჯახში სექსუალური დევიაციის არსებობას ან ოჯახის სხვა წევრების გაუკუღმართებულ ქცევასა და სხვა ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებს. მოძალადეს უტარებენ ინდივიდუალურ ან ჯგუფურ თერაპიას იმ მიზნით, რომ პიროვნებამ გააცნობიეროს პრობლემა და ძალადობის შედეგები და შემცირდეს პრობლემის უარყოფის ხარისხი. თუ დედა თავადაა ძალადობის მსხვერპლი, უნდა აეხსნას, რომ მისი პირადი გამოცდილება გავლენას ახდენს შვილის ძალადობის საპასუხო რეაქციაზე.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები სექსუალურად არასწორად ვითარდებიან და საჭიროებენ დახმარებას. მათ უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა, რათა დაძლიონ ემოციური მდგომარეობა და აიმაღლონ თვითშეფასება. დახმარება უნდა მოიცავდეს რეაბილიტაციური ღონისძიებების საფეხურეობრივ პროგრამას მთელი ოჯახისთვის და არა ხანმოკლე ინტერვენციას. ბავშვებისთვის, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობები აღენიშნებათ, ყველაზე ეფექტურია კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპიის ჩატარება (Ramchandani andJones, 2003).


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები