ბიბლიოვიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლოგო
Emblem-important.svg.png ბიბლიოვიკში მონაცემების შეტანა, განახლება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოვიკის ადმინისტრატორის მიერ.


ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.

კატეგორიები

Varskvlavi.png

რჩეული სტატია

Kolxuri TeTri.jpeg

კოლხეთის სამეფო - ქართული წყაროებით - ეგრისი. დასავლეთ საქართველოს დიდი სახელმწიფოებრივი გაერთიანება.

ძველ ბერძენ ავტორებთან სახელი კოლხეთი აღნიშნავდა შავიზღვისპირა ქვეყანას, რომლის ტერიტორია ვრცელდებოდა კავკასიონის ქედიდან ტრაპიზონამდე და აღმოსავლეთით ლიხის ქედამდე. კოლხეთი ძველი კოლხას მემკვიდრეა და აშკარაა, რომ სახელიც აქედან აქვს მიღებული.

სახელწოდებას „კოლხიდა“, „კოლხეთი“ ქართული არ იცნობს, ის არანაირი ფორმით თუ სახით არ გვხვდება ქართულ წყაროებში და მწიგნობრული გზით იქნა გადმოტანილი ბერძნების მიერ (ნ. ლომოური). ქართველები, ამ უძველეს ქართულ სამეფოს ეგრისს უწოდებდნენ და ვუწოდებთ. სრულად...


Wiki.png

დღის სტატია

Dolmeni irlandiaSi.jpg

დოლმენი - უძველესი მეგალითური სამარხი ნაგებობა, საცხოვრისი ან სამარხი. არქეოლოგების აზრით დოლმენი ძირითადად ტომის ბელადის პრიმიტიულ საცხოვრებელს წარმოადგენდა. დოლმენები საქართველოში ძირითადად აღმოჩენილია აფხაზეთში: (აჭანდარაში, ეშერაში, ოთხარაში, ფსხუმში.) ყველა ეკუთვნის ძვ. წ.აღ. III-II ათასწლეულებს; თბილისში დოლმენი არის გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ქვედა ეშერაში, კიურ-დერეს დასახლებაში, გამოვლენილია ადრებრინჯაოს ხანის დოლმენების ჯგუფი. პირველი დოლმენის ზომები: 2,1X2,93X3,68მ. ინვენტარი: ბრინჯაოს სფერული ღილები, კასრისებური მძივები, სფერული ფორმის საკინძი, სპირალური სამაჯურის ფრაგმენტი; მოწითალო და მოშავო ფერის ჭურჭლის ნატეხები (კუფტინი 1949ა: 266-268). სრულად...

Surati.png

დღის სურათი


Wiki.png

საფერავი

Saferavi.png

საფერავი - საქართველოს სტანდარტული, ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია, იგი ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტისა. განსაკუთრებით მაღალი ღირსების სუფრის წითელ ღვინოს საფერავი იძლევა თავის სამშობლოში – კახეთში, ხოლო საუკეთესო მაგარ და სადესერტო ღვინოს – ყირიმსა და უზბეკეთში. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურულ წყაროებში და ადგილობრივ მევენახეთა შორის საფერავი ცნობილია ბევრი სხვადასხვა დამატებითი სახელწოდებითაც. ეს აიხსნება იმით, რომ საფერავი მეტად ძველი ჯიშია, რის გამოც იგი მდიდარია სახეშეცვლილი ფორმებით – ვარიაციებით. სწავლული მევენახეები ლ. ჯორჯაძე (7), ს. ქვარიანი (14) და პ. ავერკინი (8) ანსხვავებდნენ ნამდვილ საფერავს, მამალ საფერავს, დედალ საფერავს, ბუდეშურისმაგვარ საფერავს, მსხვილმარცვალა საფერავს და წვრილმარცვალა საფერავს. სრულად...

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები