ბიბლიოვიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლოგო
Emblem-important.svg.png ბიბლიოვიკში მონაცემების შეტანა, განახლება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოვიკის ადმინისტრატორის მიერ.


ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.


კატეგორიები

Varskvlavi.png

რჩეული სტატია

Karawalker.jpeg

უოქერი კერა - (Kara Walker, d.1969) ხელოვნება, დღეს ამერიკაში, ყველაზე გამომწვევად და პროვოკაციულად არის მიჩნეული. ის მაყურებლის გაშიშვლებულ ნერვებს ეხება, ზარავს მას და შოკში აგდებს. შავი მუყაოსგან გამოჭრილი დიდი ზომის ფიგურების სილუეტებს ის გალერეის კედლებზე ცვილით ამაგრებს და მათ პროეცირებული შუქით ანათებს. ნამუშევარში დარქითაუნის ამბოხება უოქერი, თავისი შავი სილუეტების მეშვეობით, გალერეის კედლებზე გადაშლილ, მონების აჯანყებისა და მათიჟლეტის საშინელ ამბავს მოგვითხრობს. ოთახში მორევივით ბრუნავს კედლებზე პროეცირებული, მშვენიერი ფერადოვნების შავი, თეთრი, ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი და ყვითელი შუქები და მოცეკვავე ჩრდილები. ფიგურების თვალიერებისას, პროექტორის წინ აღმოჩენილი მაყურებლის ჩრდილი ასევე ეცემა კედლებს და ასეთნაირად, მისთვის ძალზე არაკომფორტულად, ის განვითარებული ნარატივის სიახლოვეს, ანდა სულაც მის შუაგულში ექცევა. სრულად...


Wiki.png

დღის სტატია

Orbeliani elisabedi.jpg

ორბელიანი (ბაგრატიონი) ელისაბედ ირაკლის ასული − (1871, თბილისი - 1942, თბილისი) - ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ცნობილია ლიტერატურული ფსევდონიმით „საზანდარი”. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ისა (მამის მხრიდან) და ჭავჭავაძის (დედის მხრიდან) შთამომავალი.

განათლება პარიზში მიიღო. ერთხანს ცხოვრობდა იტალიასა და შვეიცარიაში. ლექსებს ფრანგულად წერდა. 1919-1920 წლებში რედაქტორობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფრანგულ და ინგლისურენოვან გაზეთებს „თავისუფალ საქართველოს”, „საქართველოს რესპუბლიკას” (ორივე ფრანგულ ენაზე) და „საქართველოს მოამბეს” (ინგლისურ ენაზე). სრულად...

Surati.png

დღის სურათი


Wiki.png

აღმოსავლური ხურმა

Xurma.jpg

ხურმა – ლათინური დასახელება – Diospyrus kaki

ბოტანიკური ოჯახი – Ebenaceae – აბანოზისებრთა ოჯახი სიცოცხლის ხანგრძლივობა – 20-30 წელი (ინტენსიურ საწარმოო ციკლში) ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა – 60-65% ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა 70-80% ნიადაგის ოპტიმალური რეაქცია pH – 6,5-7,5 კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – -15-170C მოსვენების პერიოდში) კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი – 41-430C ვითარდება ნაყოფის ამწვრობა, ფოთლის დაწვა) სინათლისადმი მოთხოვნილების მაქსიმუმი – მოითხოვს კარგად განათებულ ადგილებს არასასურველი წინამორბედი კულტურები – არ აქვს სრულად...

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები