გაბურთ ეშმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 2: ხაზი 2:
 
ავსული გაქცეულა; მთიბავი კვლავ მუშაობას შედგომია; ეშმა დაბრუნებულა და მასაც უთიბია; დამჯდარა გაბური და დამჯდარა ეშმაც; დაუხველებია გაბურს და დაუხველებია ეშმასაც; ერთი სიტყვით, რაც გაბურს უკეთებია, ის უკეთებია ეშმასაც; ბოლოს, გაბური დამჯდარა და ფეხები ალერდით შეუკრავს;
 
ავსული გაქცეულა; მთიბავი კვლავ მუშაობას შედგომია; ეშმა დაბრუნებულა და მასაც უთიბია; დამჯდარა გაბური და დამჯდარა ეშმაც; დაუხველებია გაბურს და დაუხველებია ეშმასაც; ერთი სიტყვით, რაც გაბურს უკეთებია, ის უკეთებია ეშმასაც; ბოლოს, გაბური დამჯდარა და ფეხები ალერდით შეუკრავს;
 
დამჯდარა ეშმა და ფეხები მასაც ალერდით შეუკრავს; ამ დროს გაბურს ცელი ამოუკრავს და ალერდი გადაუჭრია და ფეხები გაუნთავისუფლებია; ავსულსაც მოუნდომებია იგივე, მაგრამ ხის ცელით ფეხები ვერ გაუნთავისუფლებია; მივარდნი გაბური, ეშმა დაუჭერია, შინ წამოუყვანია, ხელის ფრჩხილები დაუჭრია
 
დამჯდარა ეშმა და ფეხები მასაც ალერდით შეუკრავს; ამ დროს გაბურს ცელი ამოუკრავს და ალერდი გადაუჭრია და ფეხები გაუნთავისუფლებია; ავსულსაც მოუნდომებია იგივე, მაგრამ ხის ცელით ფეხები ვერ გაუნთავისუფლებია; მივარდნი გაბური, ეშმა დაუჭერია, შინ წამოუყვანია, ხელის ფრჩხილები დაუჭრია
და [[ხმალი|ხმლის]] [[ქარქაში|ქარქაშში]] ჩაუყრია, რადგან ეშმას ხმლის შინებია; უფრჩხილოდ კი სახლიდან გაქცევა არ შეძლებია. ასე დარჩენილა იგი მოსამსახურედ გაბურის ოჯახში და ბევრი საკვირველი რამ უკეთებია: როცა ყანა ყოფილა სამკალი, ფაფა მოუდუღებია, შუაღამით ყანაში გაუტანია, დაუძახნია თავისი მოძმე ეშმაებისთვის და დილამდე მთელი ყანა მოუმკიათ; როცა კარაქი ყოფილა მოსადღვები, საწყლეთი წყალი მოუტანია, შიგ ცოტაოდენი რძე ჩაუსხამს და სულ კარაქად უქცევია. ამნაირი ბევრი რამ ჩაუდენია; გაბურის ოჯახისთვის ძალზე გამოსადეგი ყოფილა. ბოლოს, ეშმას ოჯახის უფროსი წევრების არყოფნით უსარგებლია, გაბურის ხუთი წლის ვაჟი შეუცდენია, თავისი ფრჩხილები დაუბრუნებია და გაქცეულა; წასვლის წინ ბავშვისთვის უთქვამს:  
+
და [[ხმალი|ხმლის]] [[ქარქაში|ქარქაშში]] ჩაუყრია, რადგან ეშმას ხმლის შინებია; უფრჩხილოდ კი სახლიდან გაქცევა არ შეძლებია. ასე დარჩენილა იგი მოსამსახურედ გაბურის ოჯახში და ბევრი საკვირველი რამ უკეთებია: როცა [[ყანა]] ყოფილა სამკალი, ფაფა მოუდუღებია, შუაღამით ყანაში გაუტანია, დაუძახნია თავისი მოძმე ეშმაებისთვის და დილამდე მთელი ყანა მოუმკიათ; როცა კარაქი ყოფილა მოსადღვები, საწყლეთი წყალი მოუტანია, შიგ ცოტაოდენი რძე ჩაუსხამს და სულ კარაქად უქცევია. ამნაირი ბევრი რამ ჩაუდენია; გაბურის ოჯახისთვის ძალზე გამოსადეგი ყოფილა. ბოლოს, ეშმას ოჯახის უფროსი წევრების არყოფნით უსარგებლია, გაბურის ხუთი წლის ვაჟი შეუცდენია, თავისი ფრჩხილები დაუბრუნებია და გაქცეულა; წასვლის წინ ბავშვისთვის უთქვამს:  
 
:„დაწყელით ვერ დაგწყევთავ ისრავ, რო სრუ გაგათავნათავ, – კანი მყვანდითავ. შვიდ მამას ნუ გაღბევრდებითავ და ნუმც გასთავდებითავ! შვილიმც მამას ნუ იცნობთავ! შვილ რო გაჩინდების, მამაიმც ქვე მახკვდებითავ! თითოიმცავ კა მენადირე ნუ მაგეშლებისთავ, თითო კა ცხენივ, თითო გიჟივ! შვიდ მამასავ შინ სიკვდილიმც ნუ გიწერავთავ!“ ეშმას ნათქვამი ახდენილა.
 
:„დაწყელით ვერ დაგწყევთავ ისრავ, რო სრუ გაგათავნათავ, – კანი მყვანდითავ. შვიდ მამას ნუ გაღბევრდებითავ და ნუმც გასთავდებითავ! შვილიმც მამას ნუ იცნობთავ! შვილ რო გაჩინდების, მამაიმც ქვე მახკვდებითავ! თითოიმცავ კა მენადირე ნუ მაგეშლებისთავ, თითო კა ცხენივ, თითო გიჟივ! შვიდ მამასავ შინ სიკვდილიმც ნუ გიწერავთავ!“ ეშმას ნათქვამი ახდენილა.
  

16:45, 14 თებერვალი 2020-ის ვერსია

გაბურთ ეშმა – გაბურთა ხევსურული გვარის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ შეპყრობილი და მოსამსახურედ დაყენებული ავსული. ოდესღაც შუამთის სათიბში მომუშავე გაბურის გვარის კაცს გვერდში ეშმა ამოდგომია და, გამოსაჯავრებლად, ხის ცელით თიბვა დაუწყია; გაბურს დაჭერა მოუნდომებია, მაგრამ ავსული გაქცეულა; მთიბავი კვლავ მუშაობას შედგომია; ეშმა დაბრუნებულა და მასაც უთიბია; დამჯდარა გაბური და დამჯდარა ეშმაც; დაუხველებია გაბურს და დაუხველებია ეშმასაც; ერთი სიტყვით, რაც გაბურს უკეთებია, ის უკეთებია ეშმასაც; ბოლოს, გაბური დამჯდარა და ფეხები ალერდით შეუკრავს; დამჯდარა ეშმა და ფეხები მასაც ალერდით შეუკრავს; ამ დროს გაბურს ცელი ამოუკრავს და ალერდი გადაუჭრია და ფეხები გაუნთავისუფლებია; ავსულსაც მოუნდომებია იგივე, მაგრამ ხის ცელით ფეხები ვერ გაუნთავისუფლებია; მივარდნი გაბური, ეშმა დაუჭერია, შინ წამოუყვანია, ხელის ფრჩხილები დაუჭრია და ხმლის ქარქაშში ჩაუყრია, რადგან ეშმას ხმლის შინებია; უფრჩხილოდ კი სახლიდან გაქცევა არ შეძლებია. ასე დარჩენილა იგი მოსამსახურედ გაბურის ოჯახში და ბევრი საკვირველი რამ უკეთებია: როცა ყანა ყოფილა სამკალი, ფაფა მოუდუღებია, შუაღამით ყანაში გაუტანია, დაუძახნია თავისი მოძმე ეშმაებისთვის და დილამდე მთელი ყანა მოუმკიათ; როცა კარაქი ყოფილა მოსადღვები, საწყლეთი წყალი მოუტანია, შიგ ცოტაოდენი რძე ჩაუსხამს და სულ კარაქად უქცევია. ამნაირი ბევრი რამ ჩაუდენია; გაბურის ოჯახისთვის ძალზე გამოსადეგი ყოფილა. ბოლოს, ეშმას ოჯახის უფროსი წევრების არყოფნით უსარგებლია, გაბურის ხუთი წლის ვაჟი შეუცდენია, თავისი ფრჩხილები დაუბრუნებია და გაქცეულა; წასვლის წინ ბავშვისთვის უთქვამს:

„დაწყელით ვერ დაგწყევთავ ისრავ, რო სრუ გაგათავნათავ, – კანი მყვანდითავ. შვიდ მამას ნუ გაღბევრდებითავ და ნუმც გასთავდებითავ! შვილიმც მამას ნუ იცნობთავ! შვილ რო გაჩინდების, მამაიმც ქვე მახკვდებითავ! თითოიმცავ კა მენადირე ნუ მაგეშლებისთავ, თითო კა ცხენივ, თითო გიჟივ! შვიდ მამასავ შინ სიკვდილიმც ნუ გიწერავთავ!“ ეშმას ნათქვამი ახდენილა.

ბ. გაბუურს ჩაწერილი აქვს უშიშა წიკლაურის მიერ შეთხზული „ეშმაისა და გაბურის“ ლექსი:

თითო ყანწ იმას შაუნდნას, ვინაც იჭერდა ეშმასა!
გაბურ შუამთას წამავა, თივას თიბს, ცელს კი ლესავსა,
ათასნაირად მაექცა, რას მაატყუებს ეშმასა?
ამბობდა გულში გაბური: „ეშმავ, გიტირებ დედასა“.
დაჯდა, დაიხვევს ალერდსა, ეშმაც იკონავს ფეჴათა.
გაბურმ კი ფეჴებ დაიჴსნა, დახტა ეშმაი კვეცასა.
გაიქცა, აღარ გაუშვა, ეშმა მიაჯდა ეშმასა“.


ლიტერატურა

  • ბ. გაბუური. ხევსურული მასალები // საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეული. 1923-1924, I-II. გვ. 155-157;
  • ე. თათარაიძე. დემონოლოგიური თქმულებები აღმოსავლეთ საქართველოს მთაინეთში. დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბ., 1998, გვ. 59, 62.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები