განიარაღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:58, 1 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განიარაღება - ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია ომის წარმოების საშუალებების შეზღუდვის, შემცირების ან ლიკვიდაციისკენ.

განიარაღება შეიძლება ხორციელდებოდეს, როგორც ცალკეული სახელმწიფოს ცალმხრივი აქცია ან როგორც საერთაშორისო პროცესი ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ან/და, როგორც გამარჯვებულის მიერ დამარცხებული მოწინააღმდეგისთვის იძულებით თავსმოხვეული ღონისძიება.

საყოველთაო და სრული განიარაღება გულისხმობს ომის წარმოების მთელი მატერიალური საშუალებების ლიკვიდაციას, მათ შორის შეიარაღებული ძალების დაშლას, სამხედრო დაწესებულებების გაუქმებას, შეიარაღების წარმოების შეწყვეტას, სამხედრო სწავლებისა და სამხედრო მიზნებისთვის სახსრების ხარჯვის შეწყვეტას და ა.შ.

II მსოფლიო ომის შემდეგ განსაკუთრებით ბირთვული იარაღის გაჩენის გამო განიარაღება იქცა თანამედროვეობის ერთ-ერთ გლობალურ პრობლემად, გახდა გაეროს მუდმივი ყურადღების საგანი გაეროსათვის, რომლის წესდებაც გ-ის პრინციპს თანამშრომლობის ზოგად საერთაშორისო – სამართლებრივ პრინციპებად მიიჩნევს, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში. დაიდო მთელი რიგი დიდმნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებები ზოგიერთი სახეობის შეიარაღების შეზღუდვის, შემცირებისა და ლიკვიდაციის შესახებ.

მაგრამ XXI საუკუნის დამდეგს განიარაღება არ გამხდარა საყოველთაო და შეუქცევადი პროცესი. მთელი რიგი სახელმწიფოები არათუ უარს არ ამბობენ იარაღზე, არამედ მნიშვნელოვან ძალისხმევასაც მიმართავენ მისი სრულყოფისა და მარაგის ზრდისათვის. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლს, რაც მიმართულია ჯარების და შეიარაღების რაოდენობის შემცირებისკენ, შეთანხმების, ნდობის ამაღლებიკენ და საერთაშორისო ურთიერთობის სტაბილურობის განმტკიცებისკენ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები