კოლხური ასლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 8: ხაზი 8:
 
უარყოფითი თვისებებიდან აღსანიშნავია მარცვლის კილიანობა და ძნელად ლეწვადობა. კოლხური ასლის მარცვალი გამოირჩევა ცილისა და ცილაში ლიზინის მაღალი შემცველობით (გორგიძე, 1964; მაისაია და სხვ. 2005).
 
უარყოფითი თვისებებიდან აღსანიშნავია მარცვლის კილიანობა და ძნელად ლეწვადობა. კოლხური ასლის მარცვალი გამოირჩევა ცილისა და ცილაში ლიზინის მაღალი შემცველობით (გორგიძე, 1964; მაისაია და სხვ. 2005).
  
XX ს.-ის 40-იანი წლების მონაცემებით, კოლხური ასლი ამ დროს ჯერ კიდევ ითესებოდა რაჭა-ლეჩხუმსა და მის მოსაზღვრე [[იმერეთი]]ს ზონაში (Менабде, 1948).  
+
XX ს.-ის 40-იანი წლების მონაცემებით, კოლხური ასლი ამ დროს ჯერ კიდევ ითესებოდა [[რაჭა]]-ლეჩხუმსა და მის მოსაზღვრე [[იმერეთი]]ს ზონაში (Менабде, 1948).  
  
  
ხაზი 20: ხაზი 20:
  
  
[[კატეგორია:მარცვლეული კულტურა‏‎]] [[კატეგორია:ხორბლის ჯიშები საქართველოში‏‎]]
+
[[კატეგორია:მარცვლეული კულტურა‏‎]]  
 +
[[კატეგორია:ხორბლის ჯიშები საქართველოში‏‎]]

15:59, 16 იანვარი 2020-ის ვერსია

კოლხური ასლი – Triticum palaeo-colchicum Menabde (=T. georgicum (Dekapr. & Menabde) Dekapr.

კოლხური ასლი - Triticum palaeo-colchicum Menabde (=T. georgicum (Dekapr. & Menabde) Dekapr.). ხორბლის ჯიში. დასავლეთ საქართველოში ასლი პირველად აღმოჩენილი იყო ლეჩხუმის მინდვრებში ვ. სუპატაშვილის მიერ, Triticum dicoccum. var. chvamlicum Supat. სახელწოდებით (სუპატაშვილი, 1929); 1932 წ. ლ. დეკაპრელევიჩმა და ვლ. მენაბდემ ასლი გამოჰყვეს ცალკე ქვესახეობად – T. dicoccum grex. georgicum Dekapr. & Menabde-ს სახელწოდებით (Декапрелевич, Менабде, 1932); ს. ნევსკიმ 1935 წ. ის დამოუკიდებელ სახეობად აღწერა, თ. karamyschevii Nevski-ის სახელწოდებით (Невский, 1935). ამ მცენარის მარცვლის აღმოჩენამ კოლხეთის ენეოლითურ ფენებში განაპირობა ვლ. მენაბდის მიერ 1940 წ. მისი გამოყოფა ცალკე სახეობად, ძველი კოლხური ასლის – Triticum palaeo – colchicum Menabde-ს სახელწოდებით (Менабде, 1940). ლ. დეკაპრელევიჩმა 1941 წელს მისი და ვლ. მენაბდის მიერ ქვესახეობად მიჩნეული T. dicoccum subsp. georgicum აამაღლა სახეობის რანგში და უწოდა Triticum georgicum (Dekapr. & Menabde) Dekapr. (Декапрелевич, 1941).

კოლხური ასლი საშემოდგომო ხორბალია. როგორც უძველესი სამიწათმოქმედო კულტურის რელიქტი, მეტად საინტერესოა ხორბლის გვარის ევოლუციის შესასწავლად. კოლხური ასლის თანამედროვე ფორმები, მორფოლოგიური ნიშან-თვისებებით, განსაკუთრებით თავთავის მტვრევადობით, თავთავის უკიდურესი სიმჭიდროვითა და მარცვლის კილიანობით, მსგავსია ხორბლის ველური ფორმებისა.

მისი მნიშვნელოვანი სამეურნეო თვისებებია: ნაცარა, მტვრიანა და მაგარი გუდაფშუტებისადმი გამძლეობა, მრავალთავთუნიანობა (34-39 თავთუნი თავთავზე); ფართოფოთლიანობა, მაღალი მკვრივი ღერო (100-120 სმ სიმაღლის), რაც მეტად საყურადღებოა სასელექციო თვალსაზრისით.

უარყოფითი თვისებებიდან აღსანიშნავია მარცვლის კილიანობა და ძნელად ლეწვადობა. კოლხური ასლის მარცვალი გამოირჩევა ცილისა და ცილაში ლიზინის მაღალი შემცველობით (გორგიძე, 1964; მაისაია და სხვ. 2005).

XX ს.-ის 40-იანი წლების მონაცემებით, კოლხური ასლი ამ დროს ჯერ კიდევ ითესებოდა რაჭა-ლეჩხუმსა და მის მოსაზღვრე იმერეთის ზონაში (Менабде, 1948).




წყარო

პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები