კუპრეიშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით კუპრეიშვილი – დაიბადა 1959 წლის 6 ივნისს სენაკში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1978-1983).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო საქმიანობა (1984-94).
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მერაბ კოსტავას საზოგადოება.
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, მერაბ კოსტავას საზოგადოება, კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი იურისტები
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1990-1991 წლების საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს წევრები
- მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრები
- საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები