მარანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 29: ხაზი 29:
 
== ლიტერატურა ==
 
== ლიტერატურა ==
  
ლ. სუმბაძე, ქართული მარანი. ლ. ფრუიძე, მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში (რაჭა), 1974. ნ. თოფურია, ქართული მარანი, მსე, ტ. VII, 1955. ე.ნ.
+
ლ. სუმბაძე, ქართული მარანი. ლ. ფრუიძე, მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში ([[რაჭა]]), 1974. ნ. თოფურია, ქართული მარანი, მსე, ტ. VII, 1955. ე.ნ.
  
  

15:53, 16 იანვარი 2020-ის ვერსია

მარანი

მარანი - ღვინის სახლი, სათავსი, სადაც ხდება ყურძნის დაწურვა, ღვინის დაყენება და შენახვა. ქართველი გლეხის საკარმიდამო კომპლექსში მარანს გააჩნია როგორც პრაქტიკული, ასევე საკრალური დანიშნულება.

864 წელს გადაწერილ სინურ ხელნაწერში მარანი განმარტებულია, როგორც ღვინის შენახვისათვის განკუთვნილი ნაგებობა და ეს ფუნქცია არ მოსცილებია მას დღემდე.

საქართველოს ბუნებრივმა პირობებმა განაპირობა მარნების თავისებურებანი. აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონებული ცხელი ჰავის გამო მარნები დახურულ, ქვიტკირის ნაგებობებს წარმოადგენენ. ზოგჯერ ასეთი მარნები საცხოვრებელ კომპლექსს ებჯინებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი დამოუკიდებელ ნაგებობას წარმოადგენდა, დიდად გავრცელებული იყო საცხოვრებლის სარდაფში მარნების მოწყობა.

ძველად მარნები ციხე-სახლებისათვის შეუფარებიათ, მტრისაგან რომ ყოფილიყო დაცული. მეღვინეობით განთქმულ ზემო ხოდაშენში, ხაშმში, რუისპირში და სხვაგანაც დადასტურებულ იქნა სათოფურიანი მარნები, რაც მეტყველებს მარნის, როგორც თავდაცვითი ნაგებობის გამოყენებაზე. ასეთი მარნები გაყოფილი იყო ორ ნაწილად, ერთში ყურძნის საჭყლეტ-საწური საშუალებანი იყო, ხოლო მეორეში ღვინის დასადუღებელ-დასაყენებელი ქვევრები. მარნებში ხშირად ფიქსირდება დედაბოძი - ერდოგვირგვინიანი და ბანიანი საცხოვრებელი სახლის მთავარი ელემენტი, რომელსაც პრაქტიკული დანიშნულების გარდა ღრმა სიმბოლური დატვირთვაც გააჩნდა.

ქართლური და კახური ქვითკირის მარნებში ხშირად ვხვდებით წითელი აგურით გამოყვანილ აღმოსავლური სტილის თაღებიან ნიშებს, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სახის სასმის-საწყაოები და ღვინის დაყენებასთან დაკავშირებული სამეურნეო ნივთები.

ღია მარანი

ქართული მარნების ხუროთმოძღვრებაში აშკარად შეიმჩნევა საცხოვრებელი სახლის ელემენტები, რაც თავისთავად ხაზს უსვამს მარნის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. თავისთავად მარნისათვის „ღვინის სახლის“ შერქმევა შესანიშნავი განმარტებაა იმისა, რომ ადამიანის გარდა ღვინოსაც ჰქონია სახლი.

ამიერკავკასიაში უძველესი მარნები აღმოჩენილია ძველი ურარტუს ტერიტორიაზე და ზოგიერთ მათგანში არქეოლოგებმა ასამდე ქვევრი დაითვალეს. ელინისტური ხანის მარნები აღმოჩენილია კოლხეთის უმდიდრეს ქალაქ ვანში, ასევე იბერიის დედაქალაქ მცხეთაში, რომლის ერთ მარანში 5.500 ლიტრის ტევადობის ქვევრებს მიაკვლიეს. ერთ-ერთ ქვევრში აღმოჩენილმა ჩამხმარი სითხის ანალიზმა აჩვენა, რომ აქ ოდესღაც საფერავის ტიპის ღვინო მდგარა. უკანასკნელ ხანს იშვიათი კონსტრუქციის მარნები აღმოჩნდა მეღვინეობით განთქმულ ნეკრესის ერთ-ერთ ნასახლარზე. საინტერესოა, რომ კლდის ქალაქ ვარძიაში 25-ზე მეტი მარანი იქნა აღმოჩენილი 200-მდე ქვევრით.

დასავლეთ საქართველოში ტიპიური მარნის ჭურებიანი ნაწილი, სადაც ღვინო ინახება, ღია ცის ქვეშაა განთავსებული, ხოლო თავად სამეურნეო ნაგებობა წარმოადგენს ღია ტიპის გადახურულ ნაგებობას, სადაც მეღვინეობასთან დაკავშირებული ინვენტარია განთავსებული. აქვეა საწნახელი და სატკბილე ისარნა. მარნის ასეთი განლაგება დაკავშირებულია როგორც ნახევრად ტკბილი ღვინოების დაყენების პრაქტიკასთან, ასევე განპირობებულია დასავლეთის ტენიანი ბუნების გათვალისწინებით, რაც კარგად იცავს ჭურში ჩასხმულ ღვინოს და უნარჩუნებს საუკეთესო თვისებებს.

მარანი

მარანი თავისი დიდი პრაქტიკული დანიშნულების გამო, უძველესიდანვე იქცა საკრალურ ობიექტად და ხშირად მასში სრულდებოდა სარიტუალო ქმედებანიც. ახალ წელს საახალწლო ხონჩით მიულოცავდნენ მარანს და ღმერთს შესთხოვდნენ დოვლათსა და ბარაქას, მარანში შეიყვანდნენ ახლად დაქორწინებულ ნეფე-დედოფალს და მიულოცავდნენ გაბედნიერებას, მარანში შეიპატიჟებდნენ საპატიო სტუმარს და დაალოცვინებდნენ ოჯახს. მარანში იდგა პრეისტორიული ადამიანის რელიგიური წარმოდგენების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლური ხატის სიცოცხლის ხის იმიტირებული გამოხატულება - დედაბოძი, რომელსაც ქრისტიანობის დროსაც არ მოჰკლებია თაყვანისცემა და მარანში მისი გამოჩენით, ღვინის სახლის მნიშვნელობა კიდევ უფრო იქნა გაძლიერებული.



ლიტერატურა

ლ. სუმბაძე, ქართული მარანი. ლ. ფრუიძე, მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში (რაჭა), 1974. ნ. თოფურია, ქართული მარანი, მსე, ტ. VII, 1955. ე.ნ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები