მარხილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[ფაილი:Marxili.jpg|thumb|400პქ|მარხილი]]
 
[[ფაილი:Marxili.jpg|thumb|400პქ|მარხილი]]
  
მარხილს აქვს ორი კავი], ანუ ფეხი, ოთხი კოჭი (ჭალა - რაჭა), ნემსაფიცარი (თავჯოხი - მთიულეთი), წინა და უკანა კოფო და ორი ხელნა. მარხილის ტანი, სადაც შეშა, ფიჩხი, თივა და სხვ. თავსდება, მარხილის ფეხებს ეყრდნობა. მარხილის ფეხები წინა ნაწილში ერთმანეთთან „ნემსი ფიცრითაა“ შეერთებული. „ნემსიფიცრის“ წვერები მარხილის ფეხების გარეთ გადის, მათზე ჩამოცმულია ხელნები, რომლებიც უშუალოდ მარხილის უღელს უკავშირდება.  
+
მარხილს აქვს ორი კავი], ანუ ფეხი, ოთხი კოჭი (ჭალა - [[რაჭა]]), ნემსაფიცარი (თავჯოხი - მთიულეთი), წინა და უკანა კოფო და ორი ხელნა. მარხილის ტანი, სადაც შეშა, ფიჩხი, თივა და სხვ. თავსდება, მარხილის ფეხებს ეყრდნობა. მარხილის ფეხები წინა ნაწილში ერთმანეთთან „ნემსი ფიცრითაა“ შეერთებული. „ნემსიფიცრის“ წვერები მარხილის ფეხების გარეთ გადის, მათზე ჩამოცმულია ხელნები, რომლებიც უშუალოდ მარხილის უღელს უკავშირდება.  
  
მარხილის „ფეხებისათვის“ არჩევდნენ მოკაკულ თავმოღვედილ (თუშეთი), ე.ი. ბუნებრივად მოხრილ ხეს, რცხილას ან არყს, კავები (ფეხები) ძირში სქელი (მსუქანი) უნდა ყოფილიყო, სრიალის დროს გვიან რომ გაცვეთილიყო. ფეხებს სატეხით დახვრეტდნენ, ამოიღებდნენ (ვერტიკალურად) ოთხ „საკოჭე ადგილს“, [[ნაჯახი|ნაჯახით]] გამოჰყავდათ ნემსაფიცარი, მრგვალი თავჯოხი. დამზადებული ნაწილებით შემდეგ მარხილს აწყობდნენ.  
 
15:53, 16 იანვარი 2020-ის ვერსია

მარხილი - ხალხური ტრანსპორტის ტიპი. მარხილი ყოფაში სხვადასხვა სახელწოდებით გვხვდება:

  • მარხილი (ქართ. კახ. იმერ.),
  • ლეკ მარხილი (ზ. აჭარ.),
  • გოგრა (აჭარა),
  • თუში (მთიულეთი, ფშავი, თუშეთი),
  • ლაჩქამი (მთიულეთი, ქსნის ხეობა),
  • მანჯაკი და ა.შ.

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, მარხილი „არს ურმის მსგავსი და უგოგორო, თოვლზე სათრევი“.

იგი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება. ესენია ა) კავები, ანუ ფეხები (ტოტები - თუშეთი, ღო - მთიულეთი), ბ) მარხილის ტანი (ანუ ნერჩი - ფშავი, კვატუში - ლეჩხუმი) და გ) ხელნა.

მარხილის დამოუკიდებელი ნაწილია უღელი.

მარხილი

მარხილს აქვს ორი კავი], ანუ ფეხი, ოთხი კოჭი (ჭალა - რაჭა), ნემსაფიცარი (თავჯოხი - მთიულეთი), წინა და უკანა კოფო და ორი ხელნა. მარხილის ტანი, სადაც შეშა, ფიჩხი, თივა და სხვ. თავსდება, მარხილის ფეხებს ეყრდნობა. მარხილის ფეხები წინა ნაწილში ერთმანეთთან „ნემსი ფიცრითაა“ შეერთებული. „ნემსიფიცრის“ წვერები მარხილის ფეხების გარეთ გადის, მათზე ჩამოცმულია ხელნები, რომლებიც უშუალოდ მარხილის უღელს უკავშირდება.

მარხილის „ფეხებისათვის“ არჩევდნენ მოკაკულ თავმოღვედილ (თუშეთი), ე.ი. ბუნებრივად მოხრილ ხეს, რცხილას ან არყს, კავები (ფეხები) ძირში სქელი (მსუქანი) უნდა ყოფილიყო, სრიალის დროს გვიან რომ გაცვეთილიყო. ფეხებს სატეხით დახვრეტდნენ, ამოიღებდნენ (ვერტიკალურად) ოთხ „საკოჭე ადგილს“, ნაჯახით გამოჰყავდათ ნემსაფიცარი, მრგვალი თავჯოხი. დამზადებული ნაწილებით შემდეგ მარხილს აწყობდნენ.

მარხილზე ტვირთის დასამაგრებლად იხმარებოდა ღვლეჭი (ალაჭა - რაჭა) ანდა ორკაპა შინდის ხე. მარხილის დამზადებას ორი დღე უნდოდა და XX საუკუნის დამდეგისათვის ორი კოდი ქერი ღირდა. იგი გამოიყენებოდა ძნის, თივის, შეშის, ფიჩხისა და სხვათა საზიდად. ამის მიხედვით იყო „შეშის“, „თივის“, „ძნის“ და ა.შ. მარხილები, რომლებიც ურთიერთისაგან სიდიდის (ტევადობის) მიხედვით განსხვავდებოდა.

ქართულ წერილობით წყაროებში ხშირად მოიხსენიება მარხილი. მაგ., XIII საუკუნის ძეგლი გვამცნობს: „მუნ შეჰკაზმა ქვაი დიდი და მძიმე ფრიად და დადვა მარტო მან მარხილსა ზედა“. „მოხსნეს მარხილნი უღელსა მას ხართასა“ და ა.შ.

თუ ბარის ან გარდამავალი ზოლის სოფლებისათვის მარხილი სეზონური სატრანსპორტო სახეობაა და მას მოსახლეობა ურემთან ერთად იყენებდა, მთის ზოლის მოსახლეობისათვის იგი უნივერსალური საზიდი საშუალება იყო, აქ მარხილს ზამთარ-ზაფხულ ხმარობდნენ.

ლიტერატურა

მ.გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956. გ.გ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები