პანიკური აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(დიაგნოსტიკური კრიტერიუმები)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 30: ხაზი 30:
 
* თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება
 
* თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება
 
* გულისრევის შეგრძნება ან აბდომინალური დისკომფორტი
 
* გულისრევის შეგრძნება ან აბდომინალური დისკომფორტი
* დეპერსონალიზაცია ან დერეალიზაცია
+
* [[დეპერსონალიზაცია]] ან [[დერეალიზაცია]]
 
* მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება
 
* მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება
 
* სახის უეცარი სიწითლე ან შემცივნება
 
* სახის უეცარი სიწითლე ან შემცივნება
ხაზი 43: ხაზი 43:
 
:(ბ) ოთხი კვირის განმავლობაში პანიკის შეტევა ოთხზე მეტჯერ მეორდება ან ერთ პანიკურ შეტევას ოთხი კვირის მანძილზე თან სდევს მისი განმეორების ან გართულების (მაგ., გულის შეტევის) პერსისტენტული შიში.  
 
:(ბ) ოთხი კვირის განმავლობაში პანიკის შეტევა ოთხზე მეტჯერ მეორდება ან ერთ პანიკურ შეტევას ოთხი კვირის მანძილზე თან სდევს მისი განმეორების ან გართულების (მაგ., გულის შეტევის) პერსისტენტული შიში.  
  
ICD-10-ს მსგავსი კვლევითი კრიტერიუმები გააჩნია, თუმცა, არსებობს განსხვავებები იმ კრიტერიუმებში, რომლებიც შეტევების მიმდინარეობას ეხება. კერძოდ, ICD-10-ში ისინი ნაკლებად ზუსტად არის განსაზღვრული: შეტევები პერიოდულად უნდა მეორდებოდეს და არ უნდა იყოს მუდმივად დაკავშირებული ფობიის გამომწვევ სიტუაციასთან/ობიექტთან, მკვეთრად გამოხატულ დაძაბულობასთან ან სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციებში აღმოჩენასთან.
+
ICD-10-ს მსგავსი კვლევითი კრიტერიუმები გააჩნია, თუმცა, არსებობს განსხვავებები იმ კრიტერიუმებში, რომლებიც შეტევების მიმდინარეობას ეხება. კერძოდ, ICD-10-ში ისინი ნაკლებად ზუსტად არის განსაზღვრული: შეტევები პერიოდულად უნდა მეორდებოდეს და არ უნდა იყოს მუდმივად დაკავშირებული [[ფობია|ფობიის]] გამომწვევ სიტუაციასთან/ობიექტთან, მკვეთრად გამოხატულ დაძაბულობასთან ან სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციებში აღმოჩენასთან.
 +
 
 +
==== დიფერენციალური დიაგნოზი ====
 +
პანიკის შეტევებს ადგილი აქვს [[გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა|გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის]], [[ფობიკურ-შფოთვითი აშლილობები|ფობიკურ-შფოთვითი აშლილობის]] (განასაკუთრებით აგორაფობიის), [[დეპრესიული აშლილობები|დეპრესიული აშლილობის]] და მძიმე ორგანული დარღვევების დროს. DSM-IV-ში მოცემულია ორი კრიტერიუმი, რომელიც დაგვეხმარება განვასხვავოთ ამგვარი მეორადი შეტევები პანიკური აშლილობებისაგან: პანიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული, პერსისტენტული წუხილი, რომელიც შეტევის ხელმეორედ განმეორებასთან და შეტევით გამოწვეულ შესაძლო შედეგებთან არის დაკავშირებული.
  
 
==== ეპიდემიოლოგია ====
 
==== ეპიდემიოლოგია ====

მიმდინარე ცვლილება 11:33, 9 ივლისი 2019 მდგომარეობით

პანიკური აშლილობა - (ეპიზოდური პაროქსიზმული შფოთვა) - (F41.0), (panic disorder; episodic paroxysmal anxiety), ძირითადი ნიშანია შფოთვის განმეორებითი შეტევები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციას ან მოვლენას არ უკავშირდება და ამიტომაც მათი წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.

შფოთვითი აშლილობების სხვა, დომინანტური სიმპტომები სხვადასხვა პაციენტს განსხვავებული აქვს. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს მოულოდნელად დაწყებული გულისცემის, გაძლიერებული პულსაციის, გულმკერდის არეში ტკივილის, ჰაერის უკმარისობის, თავბრუსსვევის ან არარეალურობის განცდის (დეპერსონალიზაცია ან დერეალიზაცია) სახით. ასევე ხშირია მეორადი სიმპტომები სიკვდილის, საკუთარ თავზე და მოვლენათა მიმდინარეობაზე კონტროლის დაკარგვის ან გაგიჟების შიშის სახით.

პანიკური აშლილობა უნდა განვასხვავოთ პანიკური შეტევებისაგან, რომლებიც აღმოცენდება უკვე დიაგნოზირებული შფოთვით-ფობიური აშლილობის ჩარჩოებში. დეპრესიისას პანიკის შეტევა შეიძლება მეორადი იყოს. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

მიუხედავად იმისა, რომ პანიკური აშლილობის დიაგნოზი პირველად გაჩნდა 1980 წელს, როდესაც ის ერთ-ერთი დიაგნოსტიკური კატეგორიის სახით DSM-III კლასიფიკაციაში შეიტანეს, უკვე ასზე მეტი წელია, რაც მეცნიერები მსგავს შემთხვევებს სხვადასხვა სახელით აღწერენ. ამ აშლილობის ძირითად ნიშან-თვისებას პანიკის შეტევები წაროადგენს, ანუ შფოთვის უეცარი შეტევები, რომლის დროსაც დომინირებს სომატური სიმპტომები. სომატურ სიმპტომებს თან ახლავს ჯანმრთელობის სერიოზული გართულების შიში (მაგ., გულის შეტევის შიში). წარსულში ასეთ სიმპტომებს კარდიონევროზს, და კოსტას სინდრომს (Da Costa’s syndrome), ნეიროცირკულარულ ასთენიას, გულის ფუნქციონირების დარღვევას ან გადაღლის სინდრომს უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე ითვლებოდა, რომ პაციენტი სწორია, როდესაც გულის ფუნქციონირების დარღვევის ეშინია. მოგვიანებით, ზოგიერთმა ავტორმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პაციენტების მდგომარეობა შეიძლება ფსიქოლოგიური მიზეზებით ყოფილიყო გამოწვეული. თუმცა, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს (როდესაც პანიკის შეტევების მიმართ ინტერესი კვლავ განახლდა) ვუდმა (Wood, 1941) დაასაბუთა, რომ ასეთი მდგომარეობა შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. მას შემდეგ, 1980 წლამდე, პანიკის შეტევების მქონე პაციენტებს გენერალიზებული ან ფობიკური აშლილობის დიაგნოზს უსვამდნენ.

1980 წელს DSM-III-ის ავტორებმა შემოიტანეს ახალი დიაგნოსტიკური კატეგორია - პანიკური აშლილობა. პანიკური აშლილობის კატეგორიას მიაკუთვნებდნენ ისეთ პაციენტებს, რომლებთანაც პანიკის შეტევები გენერალიზებულ შფოთვასთან ერთად ან მის გარეშე იჩენდა თავს. პაციენტები, რომლებსაც პანიკის შეტევები აგორაფობიის ფონზე უვითარდებოდათ, ამ კატეგორიში არ შედიოდნენ. DSM-IV-ის მიხედვით, პაციენტები, რომლებსაც ხშირად აქვთ პანიკის შეტევები (იმისდა მიუხედავად, აქვთ თუ არა აგორაფობია) პანიკური აშლილობის კატეგორიაში ერთიანდებიან. პანიკური აშლილობის კატეგორია ICD-10-შიც არის მოცემული, მაგრამ DSM-IV-ისგან განსხვავებით პანიკური აშლილობის დიაგნოსტირება არ ხდება ისეთ პაციენტებთან, რომლებსაც პანიკის შეტევებთან ერთად აგორაფობიაც აღენიშნებათ.

სარჩევი

[რედაქტირება] კლინიკური მახასიათებლები

პანიკის შეტევის სიმპტომები ცხრილშია მოცემული. არ არის აუცილებელი, რომ პაციენტს ყველა სიმპტომი ერთდროულად აღენიშნებოდეს. DSM-IV-ის მიხედვით, დიაგნოზის დასასმელად საკმარისია მინიმუმ ოთხი სიმპტომის არსებობა. პანიკის შეტევების მნიშვნელოვან დამახასიათებელ ნიშან თვისებას წარმოადგენს ის, რომ:

  • შფოთვა სწრაფად აღმოცენდება
  • სიმპტომები მძიმეა
  • პიროვნებას აქვს კატასტროფული შედეგების შიში

ზოგიერთი პაციენტისათვის, სხვა სიმპტომებთან ერთად დამახასიათებელია ჰიპერვენტილაციაც, რომელიც, თავის მხრივ, ზემოქმედებს სხვა სიმპტომებზე.

პანიკის შეტევის სიმპტომები (DSM-IV)
  • ქოშინი, რომელსაც თანს სდევს სუნთქვის უკამრისობის უსიამოვნო შეგრძნება
  • გაგუდვის შეგრძნება
  • გახშირებული გულისცემა
  • დისკომფორტი ან ტკივილი გულმკერდის არეში
  • ოფლიანობა
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება
  • გულისრევის შეგრძნება ან აბდომინალური დისკომფორტი
  • დეპერსონალიზაცია ან დერეალიზაცია
  • მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება
  • სახის უეცარი სიწითლე ან შემცივნება
  • კანკალი
  • სიკვდილის შიში
  • გაგიჟების ან არაკონტროლირებული ქმედების განხორციელების შიში

[რედაქტირება] დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

DSM-IV-ის მიხედვით, პანიკური აშლილობის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მაშინ, როდესაც:

(ა) პანიკის შეტევები მოულოდნელად იწყება (მაგ., არ წარმოადგენს რეაქციას იდენტიფიცირებულ ფობიკურ სტიმულებზე);
(ბ) ოთხი კვირის განმავლობაში პანიკის შეტევა ოთხზე მეტჯერ მეორდება ან ერთ პანიკურ შეტევას ოთხი კვირის მანძილზე თან სდევს მისი განმეორების ან გართულების (მაგ., გულის შეტევის) პერსისტენტული შიში.

ICD-10-ს მსგავსი კვლევითი კრიტერიუმები გააჩნია, თუმცა, არსებობს განსხვავებები იმ კრიტერიუმებში, რომლებიც შეტევების მიმდინარეობას ეხება. კერძოდ, ICD-10-ში ისინი ნაკლებად ზუსტად არის განსაზღვრული: შეტევები პერიოდულად უნდა მეორდებოდეს და არ უნდა იყოს მუდმივად დაკავშირებული ფობიის გამომწვევ სიტუაციასთან/ობიექტთან, მკვეთრად გამოხატულ დაძაბულობასთან ან სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციებში აღმოჩენასთან.

[რედაქტირება] დიფერენციალური დიაგნოზი

პანიკის შეტევებს ადგილი აქვს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, ფობიკურ-შფოთვითი აშლილობის (განასაკუთრებით აგორაფობიის), დეპრესიული აშლილობის და მძიმე ორგანული დარღვევების დროს. DSM-IV-ში მოცემულია ორი კრიტერიუმი, რომელიც დაგვეხმარება განვასხვავოთ ამგვარი მეორადი შეტევები პანიკური აშლილობებისაგან: პანიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული, პერსისტენტული წუხილი, რომელიც შეტევის ხელმეორედ განმეორებასთან და შეტევით გამოწვეულ შესაძლო შედეგებთან არის დაკავშირებული.

[რედაქტირება] ეპიდემიოლოგია

DSM-IIIR-ის კრიტერიუმების მიხედვით ჩატარებული ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების თანახმად, ერთი წლის მანძილზე ზოგად პოპულაციაში პანიკური აშლილობის გავრცელების სიხშირე 1000 ადამიანში დაახლოებით 14 შემთხვევას (Narrow et al., 2002) შეადგენს. ამ შემთხვევებში შედის პანიკური აშლილობა აგორაფობიასთან ერთად (ზოგად პოპულაციაში შემთხვევების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამგვარ აშლილობას განეკუთვნება). უმეტესი გამოკვლევების მიხედვით ქალებში პანიკური აშლილობა თითქმის ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ითვალისწინებს პანიკის შეტევების სიხშირისა და სიძლიერის ზღურბლს, თუმცა, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პანიკის შეტევების რაოდენობა გამუდმებით ცვალებადობს. ამის გამო ჩატარდა გამოკვლევები ისეთ პაციენტებზე, რომელთა პანიკური შეტევებიც, თავისი სიხშირისა და სიმძიმის მიხედვით, არ აკმაყოფილებდა პანიკური აშლილობის კრიტერიუმებს. აღმოჩნდა, რომ ასეთი პანიკური შეტევების გავრცელების სიხშირე ექვსი თვის მანძილზე 1000 ადამიანში დაახლოებით 30 შემთხვევას (Von Korff et al., 1985) შეადგენდა, ხოლო მთელი ცხოვრების მანძილზე - 1000 ადამიანში 56 შემთხვევას (Katernbahl, 1993).

[რედაქტირება] მიმდინარეობა და პროგნოზი

ჩვეულებრივ, შემდგომი დაკვირვებები ტარდება როგორც იმ პაციენტებზე, რომლებსაც ერთდროულად პანიკის შეტევები და აგორაფობია აღენიშნებათ, ისე მხოლოდ პანიკური აშლილობის მქონე პაციენტებზე. ადრეული გამოკვლევებით, რომლებიც გადაღლის სინდრომის ტერმინს იყენებდა, დადგინდა, რომ პაციენტების უმრავლესობას სიმპტომები 20 წლის შემდეგაც აღენიშნებოდა, თუმცა, უმეტესობისათვის სოციალურ სიტუაციებში ყოფნა ნაკლებ პრობლემატური გახდა (მაგ., Wheeler et al., 1950). გარდა ამისა, პანიკური აშლილობის დიაგნოზის მქონე პაციენტებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ავადმყოფობა ხანგრძლივად, შფოთვისა და დეპრესიის მონაცვლეობით მიმდინარეობს (Roy-Byrne and Cowley, 1995). არაბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული სიკვდილიანობის სიხშირე, მამაკაცებში კარდიოვასკულური დარღვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის ჩათვლით, საშუალოზე მაღალია (Coryell et al., 1982).


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები