სახელმწიფო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:37, 20 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფო – საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაციის ბირთვი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს კლასებს, ერებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის. ასევე გამოხატავს საერთაშორისო ასპარეზზე მათ ინტერესებს; როგორც წესი, წარმოადგენს გაბატონებული კლასის ან რომელიმე სხვა სოციალური ჯგუფის ნების იარაღს და ამავე დროს კისრულობს საზოგადოების, როგორც მთლიანი სოციალური სისტემის, ზოგადი და სასიცოცხლო საკითხების გადაწყვეტას. სახელმწიფოს ძირითადი ნიშნებია:

  • სახელმწიფო ხელისუფლების ფუნქციების განმახორციელებელი და ამ მიზნით მის განკარგულებაში მყოფი რეალური ძალების, საშუალებების, ორგანოების და დაწესებულებების (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სამხედრო, სამართალდამცველი, კონტროლის და სხვა) განსაკუთრებული სისტემის არსებობა; *სახელმწიფო სამართალი წარმოდგენილია სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების, ნორმების და კანონების საფუძველზე.

სახელმწიფოს ხელისუფლება ვრცელდება გარკვეულ ტერიტორიაზე (მასზე მცხოვრებ მოსახლეობაზე), რომელიც მისი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. სახელმწიფო, რომელიც ხანგრძლივი ისტორიული განვითარების შედეგს წარმოადგენს, თანდათან გახდა თანამედროვე ცივილიზაციის კუთვნილება. თავისი განვითარების პროცესში კაცობრიობამ შეიმუშავა სახელმწიფო მოწყობის სხვადასხვა ფორმა – კონფედერაცია, ფედერაცია, უნიტარული;

  • სახელმწიფო მმართველობის – მონარქია (აბსოლუტური, საკონსტიტუციო და სხვა), რესპუბლიკა (საპრეზიდენტო, საპარლამენტო და სხვა); *პოლიტიკური რეჟიმი – დემოკრატია, დიქტატურა, ავტორიტარიზმი, ტოტალიტარიზმი.

სახელმწიფოს ფორმა და მისი საქმიანობის სოციალურ-პოლიტიკური შინაარსი გამოხატულებას პოვებს სახელმწიფოს ფუნქციებში. საზოგადოების ცხოვრების სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სულიერი სფეროების მართვის და ხელმძღვანელობის ფუნქციებთან ერთად სახელმწიფო წყვეტს სპეციფიკურ საკითხებს. ასეთია საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უშიშროების და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნით სპეციალურად შექმნილი ორგანოების, სტრუქტურებისა და ორგანიზაციების მეშვეობით შეიმუშავებს და ახორციელებს უსაფრთხოების სამხედრო პოლიტიკას. მის მიმართულებას განსაზღვრავს სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც პოლიტიკურად არის გამოხატული მის სამხედრო დოქტრინაში და ეფუძნება სამხედრო იდეოლოგიას.

სამხედრო პოლიტიკის განსახორციელებლად სახელმწიფო ქმნის სამხედრო ორგანიზაციას, რომლის ძირითად ელემენტებს წარმოადგენენ შეიარაღებული ძალები, სახელმწიფო და ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები, პოლიცია (ან მილიცია) და სხვა ფორმირებები.

სახელმწიფო განაგებს სამხედრო ორგანიზაციების ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, პოლიტიკური, იდეოლოგიური, სამართლებრივი, დიპლომატიური უზრუნველყოფის, ხელმძღვანელობისა და მართვის სფეროებს. სახელმწიფო მისთვის მინჭებული უფლებების ფარგლებში გამოხატავს საზოგადოების ნებას, განსაზღვრავს თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების ყველაზე მიზანშეწონილ და ეფექტურ საშუალებებს. ეს საშუალებები ატარებენ მშვიდობიან პოლიტიკურ ხასიათს ან შეიძლება ემყარებოდნენ სამხედრო-პოლიტიკურ ძალადობას.

სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, აცხადებს ომს, კისრულობს ვალდებულებებს საზოგადოების და საშუალებების დასარაზმავად ომის წარმოებისთვის, დებს საზავო და სხვა სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის ხელშეკრულებებს, შედის სამხედრო პოლიტიკურ კოალიციებში, კავშირებში და ა.შ. თავის სამხედრო-პოლიტიკურ საქმიანობას ქვეყნის შეგნით და საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც წესი, ახორციელებს სამართლებრივი ნორმების და კანონების საფუძველზე. ის შემუშავებული და დამტკიცებულია საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოების მიერ და სავალდებულოა სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე შესასრულებლად.

ასეთი ხასიათის ყველა სამართლებრივი აქტი დემოკრატიულ, ცივილიზებულ საზოგადოებაში, როგორც წესი, შეესაბამება საერთაშორისო სამართლას ან საერთაშორისო ნორმებსა და ტრადიციებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები