ყოლაუზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ყოლაუზი''' – ფუტკარი, რომელიც მართვეს გამოსვლის წინ ძირითად...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:18, 14 თებერვალი 2020 მდგომარეობით

ყოლაუზი – ფუტკარი, რომელიც მართვეს გამოსვლის წინ ძირითადი სკიდან გამოდიოდა და მართვისათვის ბინის დასადებ ადგილს წინასწარ ეძებდა. თუ მზა სკას ვერ იპოვიდა ყოლაუზი მართვეს ხეფუტკარში წაიყვანდა.

XVIII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი ამ სიტყვას მსგავსი სემანტიკური დატვირთვით მოიხსენიებდა: „მოვიდნენ და მოადგნენ საათაბაგოს. მაშინ მზეჭაბუკმა ... ეზრახა სარას კარსა და მოვიდა წინაშე მისსა. ხოლო სარას კარმან პატივით შეიწყნარა და ითხოვა მზეჭაბუკისაგან საზრდელი და ყოლაუზობა იმერეთსა ზედა. ამან მზეჭაბუკ აღუსრულნა ყოველნი. და წარუძღუა იმერეთს...” ანდა „ამან მიქელაძემ ჰყო ყოლაუზობა და აცნობა ამბავი სარასკარსა ქეჰასი. მაშინ წარმოემართა სარასკარი იმერეთსა ზედა და ქეჰას უბრძანა მისლვა არგუეთს. შემოვიდნენ და მოსწუეს არგუეთი ოსმალთა და მოადგნენ ჭალატყის კოშკებთა, რომელი განემაგრა აბაშიძეს თხრილებითა. განმაგრდნენ მეციხოვნენი...”. ეს სიტყვა – Kılauz თურქულია და გზამკვლევს ნიშნავს.


[რედაქტირება] ლიტერატურა

დავითაძე, 1974:37; შაშიკაძე, მგელაძე, 2017.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები