შიზოფრენია ბავშვებში
(ახალი გვერდი: '''შიზოფრენია ბავშვებში''' - შიზოფრენია 7 წლამდე ასაკის ბავშვ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:43, 8 ივლისი 2019 მდგომარეობით
შიზოფრენია ბავშვებში - შიზოფრენია 7 წლამდე ასაკის ბავშვებში პრაქტიკულად არ გვხვდება და იშვიათად იწყება ადრეული მოზარდობის ასაკამდე. ბავშვობაში დაწყებული შიზოფრენია მწვავედ ან შემპარავად ვითარდება. შესაძლებელია გამოვლინდეს სიმპტომების მთელი სპექტრი, რაც მოზრდილი პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი. ორივე, DSM-IV და ICD-10 კლასიფიკაციაში, ბავშვებისა და მოზრდილებისთვის შიზოფრენიის ერთი და იგივე დიაგნოსტიკური კრიტერიუმები გამოიყენება. არ არსებობს ბავშვთა შიზოფრენიისთვის ცალკე გამოყოფილი კატეგორია.
შიზოფრენიის ნიშნების გამოვლენამდე ბავშვთა უმრავლესობას მეტყველების განვითარების დაყოვნება აღენიშნება და ისინი უცნაური, მორცხვი და სენსიტიური პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ადრეული დიაგნოსტიკა ძნელია, განსაკუთრებით, თუ დამახასიათებელ სიმპტომებს არასპეციფიკური ნიშნები უძღვის წინ.
მკურნალობა ხორციელდება ანტიფსიქოზური პრეპარატებით. გამოიყენება იგივე სტრატეგია, როგორც მოზრდილების შემთხვევაში, თუმცა, ასაკთან შესაბამისი დოზებით. აუცილებელია განათლებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინება და ოჯახის მხარდაჭერა (ბავშვთა შიზოფრენიასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხ. Hollis, 2002).