ცერცვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 16: ხაზი 16:
 
XIX ს.-ის 90-იანი წლების მონაცემებით, ცერცვი ითესებოდა სვანეთში ''(Маргиани, 1890).''
 
XIX ს.-ის 90-იანი წლების მონაცემებით, ცერცვი ითესებოდა სვანეთში ''(Маргиани, 1890).''
  
XX ს.-ის 20-60-იან წლების მონაცემებით, ცერცვის თესვა-მოყვანა აღნიშნულია, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში: სვანეთსა და რაჭაში, თუშეთსა და ფშავში, კახეთში, ჯავახეთში, მესხეთში, ბარისახოში, შატილში, ქვეშეთსა და ფასანაურში.
+
XX ს.-ის 20-60-იან წლების მონაცემებით, ცერცვის თესვა-მოყვანა აღნიშნულია, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში: სვანეთსა და [[რაჭა]]ში, თუშეთსა და ფშავში, კახეთში, ჯავახეთში, მესხეთში, ბარისახოში, შატილში, ქვეშეთსა და ფასანაურში.
  
 
80-90-იან წლებში ცერცვი მოჰყავდათ [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ზეგანზე]], თუშეთში (სოფ. ჭეროსა და სოფ. ინცოხში), კახეთში (სოფ. ჭერემში), სვანეთში (სოფ. ლატალში, დაბა მესტიაში), აჭარაში, რაჭაში, ლეჩხუმში, იმერეთში, დაბა ასპინძის შემოგარენში, ახალქალაქის რ-ნში (სოფ. გოკიშო), მესხეთში ''(მაისაია, 2013).''
 
80-90-იან წლებში ცერცვი მოჰყავდათ [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ზეგანზე]], თუშეთში (სოფ. ჭეროსა და სოფ. ინცოხში), კახეთში (სოფ. ჭერემში), სვანეთში (სოფ. ლატალში, დაბა მესტიაში), აჭარაში, რაჭაში, ლეჩხუმში, იმერეთში, დაბა ასპინძის შემოგარენში, ახალქალაქის რ-ნში (სოფ. გოკიშო), მესხეთში ''(მაისაია, 2013).''

16:02, 16 იანვარი 2020-ის ვერსია

ცერცვი – Vicia faba L.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი

ცერცვი - (Vicia faba L.). – „ხაჯი“; ჭანურად – „ხაჯი“ // „ხაჯივაკალობია“; სვანურად – „როგ // როგუ“ // „ღედარ“; გურულად – „მიწის ცერცვი“, „ბაკლა“, ჯავახეთი – დუშეთი; მესხეთში ცერცვს „ყოლანგარსაც“ უწოდებენ (მაყაშვილი, 1949; წუწუნავა 1960; ბერიაშვილი, 1973; შუკვანი, 1977).

ცერცვი კულტურულ პარკოსანთაგან ერთ-ერთი უძველესია. ძველად ქართულში პარკოსანთა ზოგად სახელად „ცერცვნაირები“ იყო ხმარებაში. მათ შესახებ ცნობები მოცემულია „დაბადების“ V ს.-ით დათარიღებულ ქართულ თარგმანში. ცერცვი სამარხვო საჭმელთა შორის ერთ-ერთი პირველთაგანია.

„წიგნი სააქიმოიში“ (XIII ს.), სამკურნალო კარაბადინ „იადიგარ დაუდში“ (XVI ს.), ცერცვი ძირითადად მოხსენებულია, როგორც სამკურნალო მცენარე (კოტეტიშვილი, 1938; ბაგრატიონი, 1992). ქართულ წერილობით ძეგლში – ქანანელის „უსწორო კარაბადინში“ აღნიშნულია: ცერცვი-ბაკლა, როგორც ავადმყოფობისთვის ფრიად მარგე საკვები (ქანანელი, 1940). რუსი დესპანების, თავად მიშეცკისა და დიაკ კლუჩარევის კახეთის აღწერილობაში (1640-1643 წწ.) აღმოსავლეთ საქართველოში აღნიშნულია ოსპის და ცერცვის მოყვანა; ხოლო რუსი დესპანები – ტოლოჩანოვი და ა. იევლიევი იმერეთში ელჩობის ანგარიშში (1650-1652 წწ.) მიუთითებენ, რომ მოსახლეობის ძირითადი საკვები ამ მხარეში ბარდა და ცერცვია (ჯავახიშვილი, 1934). XVIII ს. დამდეგსაც კი ქართლის სამეფო კარზე სამარხვო საჭმელი ცერცვისაგან უკეთებიათ (ჯავახიშვილი, 1986).

ვახუშტი ბაგრატიონი იმ პერიოდში საქართველოში გავრცელებულ პარკოსან კულტურებს შორის აღნიშნავს „ცერცჳს“ (ვახუშტი, 1941).

ი. გიულდენშტედტი საქართველოში თავისი მოგზაურობის აღწერისას პარკოსანი კულტურებიდან მსხვილ ცერცვს ასახელებს (გიულდენშტედტი, 1962).

ივ. ჯავახიშვილის (1934) გამოკვლევებით, XVI ს.-ში „სამარხვო ცერცვის“ მოყვანა მიღებული ყოფილა დასავლეთ საქართველოშიც.

ს. თევდორაძის (1964) გამოკვლევებით, ცერცვის კულტურის სიძველეზე მეტყველებს ის, რომ საქართველოში არსებობს მისი ენდემური ფორმები, მაგ., სვანური ცერცვი.

XIX ს.-ის 90-იანი წლების მონაცემებით, ცერცვი ითესებოდა სვანეთში (Маргиани, 1890).

XX ს.-ის 20-60-იან წლების მონაცემებით, ცერცვის თესვა-მოყვანა აღნიშნულია, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში: სვანეთსა და რაჭაში, თუშეთსა და ფშავში, კახეთში, ჯავახეთში, მესხეთში, ბარისახოში, შატილში, ქვეშეთსა და ფასანაურში.

80-90-იან წლებში ცერცვი მოჰყავდათ ჯავახეთის ზეგანზე, თუშეთში (სოფ. ჭეროსა და სოფ. ინცოხში), კახეთში (სოფ. ჭერემში), სვანეთში (სოფ. ლატალში, დაბა მესტიაში), აჭარაში, რაჭაში, ლეჩხუმში, იმერეთში, დაბა ასპინძის შემოგარენში, ახალქალაქის რ-ნში (სოფ. გოკიშო), მესხეთში (მაისაია, 2013).

თუშეთსა და ფშავში ცერცვის კულტურას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ფშავში მოსახლეობა სამარხვოდ იყენებდა ცერცვის „დოხანს“ (მაკალათია, 1933; 1934).

ცერცვი ერთწლიანი მცენარეა. სითბოს მიმართ დიდი მომთხოვნი არაა. ტენის მოყვარულია. კოლხეთში ითესება შემოდგომით, აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში – ადრე გაზაფხულზე. თუშეთში „ცვერცვს“ გასთიბავენ, მოიტანენ და დასდგამენ „ჩადლად“, ლეწავენ კალოზე, ხარებით. ანიავებენ, ის სულ „გაბზევდება“ (ბოჭორიძე, 1993). კარგად ხარობს ჰუმუსით მდიდარ თიხნარ, ყავისფერ ნიადაგზე.

ცერცვის თესლისაგან სხვადასხვა სახის წვნიანს, ნიგვზით შეზავებულ შეჭამანდს ამზადებდნენ. მოხარშულ მწვანე პარკს აზავებენ ნიგვზით, ძმრით და სხვადასხვა სანებლებით. ამ კერძს ძირითადად მარხვის პერიოდში იყენებდნენ. ცერცვის კვებით ღირებულებას განსაზღვრავს მის თესლში ცილების მაღალი შემცველობა. სრულფასოვანი ცილების, მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების მაღალი შემცველობა განაპირობებს პურ-ფუნთუშეულ ნაწარმში დანამატის სახით მის გამოყენებას (ფურცხვანიძე-ასათიანი, 1996).

ლ. ბერიაშვილის გადმოცემით, მესხეთში (სოფ. ვალე), ცერცვს იყენებდნენ აგრეთვე საქონლის საკვებად: „...ცერცვი ვიცოდით ადრე, ყოლანგარს ვეძახდით. ძალიან კარგი იყო საქონლის საკვებად, იმას დავთესავდით იმ ყანებში, რომელიც „ისვენებდა“, თან თივაც მოვიდოდა. შემოდგომაზე ითესებოდა ხორბლის დროს, საქონელს ვაჭმევდით და ზოგჯერ ჩვენცა ვხმარობდით“ (ბერიაშვილი, 1973). ცერცვი აუცილებელი კომპონენტი იყო სხვადასხვა საეკლესიო რიტუალებშიც. რაჭა-ლეჩხუმში, ბოსლობის უქმეს დიასახლისი „პურს მოცომავდა, ცერცვს ჩაადგამდა და ილოცებდა“. კეთდებოდა სამი ცერცვიანი ტაბლა – საოჯახო სალოცავი და სამი უფრო პატარა ცერცვიანი – ხარების სალოცავი. მარიამობის მარხვის დაწყების დღეს გამოაცხობდნენ „ცერცვიან სართვიანებს“. ფშავში, მგელთ-უქმეს „...კეცზე ცერცვს მოხალავდნენ, გამოაცხობდნენ მგლის სახის მგელთკვერას,რომელსაც თვალებს შავი ცერცვისგან უკეთებდნენ. „...სვანეთში „საკვირაო ტაბლა“ აუცილებლად ცერცვიანი (ცერცვისგულიანი) უნდა ყოფილიყო. მოხალულ ცერცვს ქვის საფქვავში ფქვავდნენ. დაფქვილ ცერცვს ანიავებდნენ. კანგაცლილ და განიავებულ ცერცვს ხარშავდნენ, უკეთებდნენ მარილს, სუნელს და აცხობდნენ. შესალოც კვერებს სვანურად „როგვა ლემზირს“ უწოდებდნენ (რუხაძე, 1976, ბერიშვილი, 2008; გირგვლიანი, 2010).

ცერცვს სამკურნალოდაც იყენებდნენ: მისგან გაკეთებულ საჭმელს აძლევდნენ ავადმყოფებს თავის ტკივილისას. დაჩირქების წინააღმდეგ გამოიყენებოდა მსხვილი ცერცვის ფქვილისაგან გამზადებული მალამო. სამკურნალოდ ხმარობდნენ აგრეთვე ცერცვის ფქვილისაგან დამზადებულ წვენს (წუწუნავა, 1960). სამარხვო საჭმელ მცენარეთა შორის ცერცვს ვერაფერი ცვლის.

ცერცვი

ამჟამად საქართველოში ცერცვი ითესება საკარმიდამო ნაკვეთებზე, მცირე რაოდენობით.

ცერცვი – ბიბლიური მცენარე

„როცა დავითი მიხანაიმში მოვიდა, შობი ნახაშის ძემ ყამონიანთა რაბათიდან, მაქირ ყამიელის ძემ ლოდებარიდან, ბარზილაი გალაადელმა რიგელიმიდან; ქვეშაგებელი? თასები და თიხის ჭურჭელი, ხორბალი და ქერი; ფქვილი და ქუმელი; ცერცვი და ოსპი, თაფლი და ერბო, ცხვარი და ხბორები მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ფიქრობდნენ, მშიერ–მწყუვალი და დაქანცულნი მოვიდოდნენო უდაბნოდან“. (მეფეთა 17, 27-29)



წყარო

  • პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016
  • ბიბლიური მცენარეები
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები