ჭვავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
„ნაფრას“ ან „ნაფურახას“ სახელით ცნობილი ავადმყოფობისაგან დასაცავად ოჯახის უფროსი ქალი ჭვავის ფქვილისაგან ხაჭაპურს აცხობდა; ხაჭაპურით, სანთელ-საკმევლითა და მურყნის (თხმელა) ნაკვერცხლებით მიდიოდა ტყეში ან სიმინდის ყანაში, დასავლეთისკენ პირმიქცეული იჩოქებდა, ნამცხვარს წაღმა შემოატრიალებდა და ლოცულობდა, ავადმყოფობისგან განკურნებას ავედრებდა ღმერთს ''(ბრეგაძე, 1969)''.
 
„ნაფრას“ ან „ნაფურახას“ სახელით ცნობილი ავადმყოფობისაგან დასაცავად ოჯახის უფროსი ქალი ჭვავის ფქვილისაგან ხაჭაპურს აცხობდა; ხაჭაპურით, სანთელ-საკმევლითა და მურყნის (თხმელა) ნაკვერცხლებით მიდიოდა ტყეში ან სიმინდის ყანაში, დასავლეთისკენ პირმიქცეული იჩოქებდა, ნამცხვარს წაღმა შემოატრიალებდა და ლოცულობდა, ავადმყოფობისგან განკურნებას ავედრებდა ღმერთს ''(ბრეგაძე, 1969)''.
  
XIX-XX საუკუნეებში ჭვავის ნათესები დამოწმებულია რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთსა და აფხაზეთში.
+
XIX-XX საუკუნეებში ჭვავის ნათესები დამოწმებულია [[რაჭა]]-ლეჩხუმში, სვანეთსა და აფხაზეთში.
  
 
1852 წ. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მიერ შედგენილ „უსტარში“, დაწვრილებით არის აღწერილი, თუ რა მოიწეოდა XIX ს.-ის პირველ ნახევარში სამეგრელოში. მარცვლოვან კულტურებს შორის აღნიშნულია ჭვავი ''(მეუნარგია, 1939)''.
 
1852 წ. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მიერ შედგენილ „უსტარში“, დაწვრილებით არის აღწერილი, თუ რა მოიწეოდა XIX ს.-ის პირველ ნახევარში სამეგრელოში. მარცვლოვან კულტურებს შორის აღნიშნულია ჭვავი ''(მეუნარგია, 1939)''.
ხაზი 36: ხაზი 36:
 
პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016
 
პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016
  
[[კატეგორია:მარცვლეული კულტურა]] [[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
+
[[კატეგორია:მარცვლეული კულტურა]]  
 +
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:მარცვლოვანნი]]
 
[[კატეგორია:მარცვლოვანნი]]

16:01, 16 იანვარი 2020-ის ვერსია

ჭვავი – Secale cereale L.

ჭვავი - (Secale cereale L. megrulad).- „ჭვე“//„ჭვია“, ჭანურად - „ნჭვავი“, სვანურად - „მანაშ“, ლეჩხუმურად -„ქუბე“, რაჭულად - „ზოფხი“, იმერულად და ქვემორაჭულად - „ქუბი“//„ქუბა“, აფხაზურად - „აჭ...უა“//„აჭია“ (მაყაშვილი, 1991; კალანდია, 2005; მაჭავარიანი, 2006).

ჭვავი საქართველოში არქეოლოგიურად დამოწმებული უძველესი სამიწათმოქმედო კულტურაა.

სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში დღესაც გვხვდება ტოპონიმები: „ნაჭვუ“ და „ნაჭვი“ (ადგილი, სადაც ძველად ჭვავი ითესებოდა).

სამეგრელოში (მარტვილის რაიონი) მცხოვრები უხუცესების გადმოცემით, „ჭვე-ჭვავი“ სამეგრელოში ითესებოდა ძირითადად მთასა და მთისწინეთში. არჩევდნენ ჭვავის გაზაფხულისა და შემოდგომის „თესლს“; შემოდგომის „თესლი“ ითესებოდა ყინვების დაწყებამდე, გაზაფხულისა - აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში. მოსავალს მოიწევდნენ ივნისის (თიბათვის) ბოლოს ან ივლისის (მკათათვის) დამდეგს. ამ პერიოდში ნამჯა (ჩალა) ყვითლდებოდა, რაც ყანის მომწიფების მაჩვენებელი იყო. თავთავი სიმძიმის გამო ქვემოთ იხრებოდა, ამიტომ ყანას ადრე მკიდნენ, მარცვალი რომ არ გამობნეულიყო. მაღალმთიან ადგილებში ჭვავი შედარებით გვიან მწიფდებოდა. აქ მოსავალს იღებდნენ აგვისტოს (მარიამობისთვის) ბოლოს ან სექტემბრის (ენკენისთვის) დასაწყისში. ჭვავის ჩალა სასწრაფოდ უნდა შეენახათ, რადგან, თუ წვიმები მოუსწრებდა, ჩალას ღირსება ეკარგებოდა. იჭრებოდა ნამგლით. მოხმარებამდე თავთავის „კვაკვს“ (ძნას) ინახავდნენ ბეღელში. ქარიან ამინდში, დაწნულ ჩელტზე დაყრიდნენ ძნებს, ჯოხების ან კაკუტის დარტყმით „კაკლები“ (მარცვლები) ცვიოდა. შემდეგ ბერტყავდნენ, ანიავებდნენ. ცივ ამინდში ოლეს ნაჭაზე ჰკიდებდნენ, კერის თავზე და ოლეზე დაწყობილ თავთავებს კვამლით ბოლავდნენ, კარგად რომ გამომშრალიყო და ადვილი გასაცეხვი ყოფილიყო (მაისაია და სხვ., 2005).

ჭვავი შედარებით ნაკლებმომთხოვნია ნიადაგისა და ტენიანობის მიმართ, სიცივის ამტანია, გვალვაგამძლეა. ის კარგი წინამორბედია თესლბრუნვაში.

ჭვავის პური თავისი სპეციფიკური არომატითა და გემური თვისებებით ხორბლის პურს ბევრად არ ჩამოუვარდება, საკმაოდ ყუათიანია. ჭვავის ნამცხვარი გამოიყენებოდა სხვადასხვა საეკლესიო რიტუალების შესასრულებლად. სამეგრელოში „ნერცის ხვამის“ რიტუალის შესრულებისას, ვახშმისათვის ჭვავის ფქვილისაგან აცხობდნენ დიდ ლობიო-პურს, რომელიც იდებოდა ხის გობზე - „ნისორზე“ და იდგმებოდა მიწაზე, სახლის აღმოსავლეთ კუთხეში. ეს რიტუალი სრულდებოდა მაშინ, როცა სახლის ფუძე „გამწყრალი“ იყო (აბაკელია, 1999).

„ნაფრას“ ან „ნაფურახას“ სახელით ცნობილი ავადმყოფობისაგან დასაცავად ოჯახის უფროსი ქალი ჭვავის ფქვილისაგან ხაჭაპურს აცხობდა; ხაჭაპურით, სანთელ-საკმევლითა და მურყნის (თხმელა) ნაკვერცხლებით მიდიოდა ტყეში ან სიმინდის ყანაში, დასავლეთისკენ პირმიქცეული იჩოქებდა, ნამცხვარს წაღმა შემოატრიალებდა და ლოცულობდა, ავადმყოფობისგან განკურნებას ავედრებდა ღმერთს (ბრეგაძე, 1969).

XIX-XX საუკუნეებში ჭვავის ნათესები დამოწმებულია რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთსა და აფხაზეთში.

1852 წ. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მიერ შედგენილ „უსტარში“, დაწვრილებით არის აღწერილი, თუ რა მოიწეოდა XIX ს.-ის პირველ ნახევარში სამეგრელოში. მარცვლოვან კულტურებს შორის აღნიშნულია ჭვავი (მეუნარგია, 1939).

XX ს.-ის 60-იან წლების საველე-ეთნოგრაფიული მონაცემებით დასტურდება, რომ სამეგრელოში ძველთაგანვე ითესებოდა თეთრი გრძელმარცვალა ჭვავი, ნაბადივით შავი ჭვავი, წვრილი, წითელმარცვალა ჭვავი და მსხვილმარცვალა ჭვავი - „მოშხუე კაკალი“ (ბრეგაძე, 1968).

თუშური სახლი

გალის რაიონში მცხოვრებთა გადმოცემით, „...სანამ სიმინდი მომწიფდება, მანამდე შემოდიოდა „ჭვე“; „ჭვეს“ (ჭვავი) ვიღებდით „ივანობას თუთას“ (ივნისის თვეში). მოჭრიდნენ კონებად მთლიანად. მერმე შეკონავდნენ და გადახურულ ადგილას მოათავსებდნენ, რომ არ დასველებულიყო. გაშრობის შემდეგ მინდორზე დააფენდნენ ჭილოფს. დააწყობდნენ კონებს და ხის ჯოხების დარტყმით დაიწყებდნენ დაფშვნას. შემდეგ გაანიავებდნენ, კარგად გაახმობდნენ და გამოიყენებდნენ პურის გამოსაცხობად. საფუარი კეთდებოდა შემდეგნაირად: ცოტა ჭვავისავე ფქვილს მოზილავდნენ ცალკე; როცა დამჟავდებოდა, იყენებდნენ „საფარად“ - საფუარად (გალის რ-ნი, სოფ. სიდა, მთხრ. თ. შამუგია, 2014 წ).

ტრადიციული მარცვლეული კულტურებიდან თუშეთში მოჰყავდათ სვილა. პურეულიდან საჭმელად ძველთაგანვე გამოყენებული ყოფილა სვილისა და დიკას მარცვლისაგან დამზადებული პური. ამზადებდნენ აგრეთვე სასმელსაც: მარცვალს გაასუფთავებდნენ, გაახმობდნენ და დაფქვავდნენ; შემდეგ ჩვეულებრივ წყალში გახსნიდნენ; მოხარშავდნენ და თბილ ადგილას დადგამდნენ; ერთი კვირის შემდეგ იწყებდა დუღილს და მეტად სასიამოვნო სასმელი დგებოდა. წოვა-თუშები მას „ნიხს“ უწოდებდნენ. თუშები ამ სასმელს უმეტესად ზამთარში აყენებდნენ. წოვა-თუშეთში მიღებული იყო საარყედ გამზადებული მასის ზედა სითხის სასმელად გამოყენება. ამ სასმელს “ბოზას” უწოდებენ (შავხელიშვილი, 1987).

ფშავში გაზაფხულზე ითესებოდა „ბაცარობა“ – „გაზაფხულის სვილა“, ზაფხულში, ივლის-აგვისტოში - „სთვლის სვილა“. ფშავში მარცვლეულს საერთოდ მამაკაცები თესავდნენ. სათესლე მარცვლეულს ჩაყრიდნენ გუდაში და სახელურით წინ მხარზე დაიკიდებდნენ ან წინსაფარში ჩაყრიდნენ, მთესავი ხელით თითო მუჭას იღებდა და ნახნავში აბნევდა. დათესილს მაშინვე ფარცხავდნენ, რომ ფრინველს არ აეკენკა. პატრონი დაფარცხვას რომ მორჩებოდა, მეტრნახევრიან სარს თავში გააპობდა, ნაპობში ბალახის სუფთა ფესვებს ჩატენიდა, სარს ნაფარცხში დაურჭობდა და დაილოცებოდა: “ღმერთო დიდებულო, შენი სახელის ჭირიმე, ნახნავი-ნაფარცხს ჯვარი დამიწერე, მოსავალი კარგთავთავიანი მოიყვანეო”.

ჭვავის (სვილის) მარცვლების ბერტყვისას იყენებდნენ ბრტყელი ზომის ქვას. ცენტრში ქვას დაადებდნენ, მასზე ფიცარს მიაყუდებდნენ. მბერტყავი სვილის ორ ძნას იღებდა, თითო ხელით თითოს. ორივეს ერთდროულად ურტყამდა. 3-4 დარტყმის შემდეგ თავთავებიდან მარცვლები გამოიბნეოდა. თუ ძნას თავთავებში მარცვლები შერჩებოდა, მბერტყავი მცირე ზომის „რიკნა“ ჯოხით ძნას საბოლოოდ გამოლეწავდა. სვილის ბერტყვის შემდეგ მიღებულ „ხოვს“ ფიწლით „მაყას“ (გაულეწავ თავთავებს) მოხდიდნენ. გალეწვის შემდეგ რჩებოდა სვილის ჩალა, რომელსაც „ყარტს“ უწოდებდნენ და იყენებდნენ ფშავური სახლის გადასახურავად. სვილის „ხოვს“ ცხრილით ანიავებდნენ და შემდეგ კოდებში ინახავდნენ. დაფქვას და ზამთრის სარჩოს მომარაგებას ფშაველები შემოდგომიდან იწყებდნენ (მაკალათია, 1934; ჯალაბაძე, 1963, ბოძაშვილი, 1988).

თუშეთში სვილი (ჭვავი) ზღ. დ.-დან 2000 მეტრზე მაღლა მოდიოდა. სვილს გრძელი მოლურჯო მარცვალი აქვს. ბარის სვილი უფრო მოშავო ფერის იყო. თუშეთის მთებში სვილი რომ ითესებოდა, თეთრი ფერი დასცემდა და გემოთიც თურმე დიდად განსხვავდებოდა ბარის სვილისაგან; თესავდნენ უფრო შემოდგომაზე, თიბათვეში და შემოდიოდა მეორე წლის მარიამობისთვის, მეორე ნახევრიდან. მკიდნენ ნამგლით. მომკიდნენ და შეკრავდნენ „ძნად“, ზოგან ძნას ტყუპად კრავდნენ. იმას „ტყუპი ძნა“ ერქვა. ძნებიდან ჩასდგამდნენ „ჩადალს“. „ჩადლებს“ მიიტანდენ სახლში და დასდგამდნენ ზვინად. მერმე კალოში ფიცარს ააყუდებდნენ. სვილი არ ილეწებოდა, იბერტყებოდა. ძნას და თავთავს ამ ფიცარზე ურტყამდნენან ბერტყავდნენ ქვის სიპებზე. გაბერტყვის შემდეგ შერჩენილ მარცვლებს „რიკნით გარიკნავდნენ“ (რომ მარცვალი არ შერჩეს), ე.ი. ძნას კუნძზე დადებდნენ და პატარა ჯოხს - „რიკნას“ ურტყამდნენ. დაბერტყვის შემდეგ დარჩებოდა „ხვავი“, ე.ი. მარცვლის გროვა და „მაკატა“ ან „ნათავთა“ (ძნიდან მოტეხილი თავთავი), ე.ი. ნათავთობი ერთად და „ყარტი“ ანუ თავთავგაცლილი ჩალა ცალკე. მას ხვავიდან ცოცხით მოასუფთავებდნენ. დაჰყრიდნენ კალოზე და მერმე გაანიავებდნენ. ხვავს აიღებდნენ, „მაკატა“ დარჩებოდა ძირს. ხვავს გასცხრინავდნენ. „ყარტს“ ანუ თავთავგაცლილ ჩალას შეჰკრავდნენ ერთად; ამას ჰქვიან „ნაბარი“. შეიტანდნენ და საფარში დაჰყრიდნენ; შეიძლება ზვინადაც დაედგათ (ჯალაბაძე, 1986; ბოჭორიძე, 1993).

ჭვავის კულტურას უპირატესობა ენიჭებოდა საქართველოს მაღალმთიან რაიონებში.

წყარო

პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები