აბაკალუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
02:02, 3 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბაკალუა – ორცხობილა, ნამცხვარი. ფეტვის, სიმინდის ან ხორბლის ძალიან წვრილად დაფქულ და წინასწარ მოხალულ ფქვილს თაფლიანი წყლით მოზელდნენ. შემდეგ რამდენიმე ნაწილად ყოფდნენ. თითოეულ მათგანს ფენებად აბრტყელებდნენ, შემდეგ 12 ან 20 ფენას სათითაოდ ყველის თხელ ფენას დაადებდნენ, ზედ შაქარს ან შაქართან ერთად გახეხილ ნიგოზს აყრიდნენ. ფირფიტებს ერთმანეთზე დებდნენ და მრგვალ სპეციალურ ფორმაში ჩადებდნენ. ფორმას ზემოდან თუნუქის ნაჭერს ადებდნენ და ცეცხლიან მუგუზლებს აწყობდნენ. გამოცხობის შემდეგ რომბის ფორმით ჭრიდნენ.ერთგვარი ნიგვზიანი და შაქრიანი საკმაოდ დიდი, ცხრაფურცელა ნამცხვარი (თურქ. ბაქლავა) (საკვები) კეთდებოდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები