აბაშიძე ასლან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასლან აბაშიძე

აბაშიძე ასლან – დაიბადა 1938 წლის 20 ივლისს ბათუმში. — პოლიტიკოსი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1991, 1992-95). ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

განათლება – ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1962).

სამუშაო გამოცდილება

  • ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (1962-1965)
  • საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 ტრესტის კომკავშირის კომიტეტის გათავისუფლებული მდივანი (1963-1965)
  • საქართველოს ალკკ ბათუმის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების გამგე (1965-1966)
  • ბათუმის N44 სამშენებლო პროფსასწავლებლის დირექტორი (1966-1977)
  • ბათუმის საქალაქო N44 სამშენებლო პროფტექსასწავლებლისა და N105 სამშენებლო ტექნიკური სასწავლებლის დირექტორი (1977-1981)
  • ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე (1981-1984)
  • საქართველოს სსრ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრის მოადგილე (1984-1986)
  • საქართველოს სსრ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრის პირველი მოადგილე (1986-1988)
  • საქართველოს სსრ საბინაო კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრის მოადგილე (1988-1989)
  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1989-1990)
  • საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სახელმწიფო კონცერნ საქყოფსერვისის პრეზიდენტი (1989-1991)
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე (1991-2004). დემოკრატიული აღორძინების კავშირის თავმჯდომარე.

პარლამენტის წევრი

  • პირველი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: თავმჯდომარის მოადგილე.
  • მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული წესით, №10 მრავალმანდატიანი ოლქი, ბლოკი „მშვიდობა“.
  • მე-4 მოწვევი პარლამენტის წევრი (1995-99): სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის სიით;
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2000 წლის 20 აპრილამდე): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები