კიტა აბაშიძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 3: ხაზი 3:
  
====ბიოგრაფია====
 
====ბიოგრაფია====
1889 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და გაემგზავრა პარიზში, სადაც 10 თვის განმავლობაში სორბონის უნივერსიტეტსა და სხვა სასწავლებლებში ისმენდა ლექციებს ფილოსოფიასა და ლიტერატურაში. 1890-1895 წწ-ში სწავლობდა და დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1895 წლიდან, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა თბილისის „საკონტროლო პალატაში“; შემდეგ - მომრიგებელ მოსამართლედ რაჭის მაზრაში, შემდეგ - ჭიათურაში. 1901 წლიდან ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს „საურთიერთო ნდობის ბანკის“ თავმჯდომარეა. მალე ის გახდა და სიცოცხლის ბოლომდე იყო ამავე მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარის (გიორგი ზდანოვიჩი-მაიაშვილის) მოადგილე.  
+
1889 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და გაემგზავრა პარიზში, სადაც 10 თვის განმავლობაში სორბონის უნივერსიტეტსა და სხვა სასწავლებლებში ისმენდა ლექციებს ფილოსოფიასა და ლიტერატურაში. 1890-1895 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1895 წლიდან, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა თბილისის „საკონტროლო პალატაში“; შემდეგ - მომრიგებელ მოსამართლედ რაჭის მაზრაში, შემდეგ - ჭიათურაში. 1901 წლიდან ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს „საურთიერთო ნდობის ბანკის“ თავმჯდომარეა. მალე ის გახდა და სიცოცხლის ბოლომდე იყო ამავე მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარის (გიორგი ზდანოვიჩი-მაიაშვილის) მოადგილე.  
  
1890-იანი წლებიდან კ. აბაშიძე ინტენსიურად აქვეყნებდა ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს წარსულ და მის თანამედროვე მწერლებსა და ლიტერატურულ პროცესებზე. მისი სტატიების სერიებმა რუბრიკით „ცხოვრება და ხელოვნება“ და ნაშრომმა „ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ კრიტიკას და ლიტერატურის მეცნიერულ შესწავლას.  
 
გარდა ლიტერატურული სარბიელისა, კ. აბაშიძე აქტიურად მოღვაწეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1896 წლიდან ის შეუერთდა გაზ. „ივერიაში“ მოღვაწე ინტელიგენციის ახალ თაობას, რომელიც „ახალგაზრდა ივერიელების“ სახელითაა ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში. შემდგომში ამ ჯგუფის ბაზაზე ჩამოყალიბდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტია, რომლის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა. 1907 შედიოდა პარტიის ცენტრალურ (მთავარ) კომიტეტში. ამავე წელს შეიქმნა პარტიის ქუთაისის კომიტეტი, რომლის მესვეურები იყვნენ გ.ზდანოვიჩი-მაიაშვილი და კ. აბაშიძე. როგორც ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე, ორჯერ იყო დაპატიმრებული: პირველად - 1905, მეორედ - 1909, როცა იგი ქუთაისის თავად-აზნაურთა შეკრებაზე გამოვიდა [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს ეკლესიის]] [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] მოთხოვნით. ორივე შემთხვევაში მალე გაათავისუფლეს. იყო „საქართველოს კულტურულ საზოგადოებათა კავშირის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. თავმჯდომარეობდა ქუთაისის საზოგადოება „სინათლეს“. [[ჟანდარმერია|ჟანდარმერიის]] ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, „სინათლის“ მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოზე, 1915 წლის 6 იანვარს, კ. აბაშიძემ ღიად გამოხატა [[გერმანია|გერმანიის]] მხარდაჭერა მიმდინარე [[მსოფლიო ომი|მსოფლიო ომში]].
+
გარდა ლიტერატურული სარბიელისა, კ. აბაშიძე აქტიურად მოღვაწეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1896 წლიდან ის შეუერთდა გაზ. „ივერიაში“ მოღვაწე ინტელიგენციის ახალ თაობას, რომელიც „ახალგაზრდა ივერიელების“ სახელითაა ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში. შემდგომში ამ ჯგუფის ბაზაზე ჩამოყალიბდა [[სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია|სოციალისტ-ფედერალისტების პარტია]], რომლის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა. 1907 წელს შედიოდა პარტიის ცენტრალურ (მთავარ) კომიტეტში. ამავე წელს შეიქმნა პარტიის ქუთაისის კომიტეტი, რომლის მესვეურები იყვნენ გ.ზდანოვიჩი-მაიაშვილი და კ. აბაშიძე. როგორც ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე, ორჯერ იყო დაპატიმრებული: პირველად - 1905 წელს, მეორედ - 1909 წელს, როცა იგი ქუთაისის თავად-აზნაურთა შეკრებაზე გამოვიდა [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს ეკლესიის]] [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] მოთხოვნით. ორივე შემთხვევაში მალე გაათავისუფლეს. იყო „საქართველოს კულტურულ საზოგადოებათა კავშირის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. თავმჯდომარეობდა ქუთაისის საზოგადოება „სინათლეს“. [[ჟანდარმერია|ჟანდარმერიის]] ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, „სინათლის“ მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოზე, 1915 წლის 6 იანვარს, კ. აბაშიძემ ღიად გამოხატა [[გერმანია|გერმანიის]] მხარდაჭერა მიმდინარე [[მსოფლიო ომი|მსოფლიო ომში]].
  
1917 წ-ის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ დროებითმა მთავრობამ კ. აბაშიძე შეიყვანა [[ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი]]ს („ოზაკომი“) შემადგენლობაში. [[სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|სოციალ-დემოკრატებმა]] მოინდომეს მის მაგივრად [[ჩხენკელი აკაკი|აკ. ჩხენკელის]] შეყვანა „ოზაკომში“. ამ მცდელობას მოჰყვა სერიოზული საპროტესტო მოძრაობა, რის გამოც დროებითმა მთავრობამ დათმო და კომიტეტში შეიყვანა კ. აბაშიძეც და აკ. ჩხენკელიც. სამწუხაროდ, მან ვეღარ შეძლო ახალ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება, მძიმე ავადმყოფობის გამო, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
+
1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ დროებითმა მთავრობამ კ. აბაშიძე შეიყვანა [[ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი]]ს („ოზაკომი“) შემადგენლობაში. [[სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|სოციალ-დემოკრატებმა]] მოინდომეს მის მაგივრად [[ჩხენკელი აკაკი|აკ. ჩხენკელის]] შეყვანა „ოზაკომში“. ამ მცდელობას მოჰყვა სერიოზული საპროტესტო მოძრაობა, რის გამოც დროებითმა მთავრობამ დათმო და კომიტეტში შეიყვანა კ. აბაშიძეც და აკ. ჩხენკელიც. სამწუხაროდ, მან ვეღარ შეძლო ახალ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება, მძიმე ავადმყოფობის გამო, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
  
მისი მეუღლე იყო [[ერეკლე II|ერეკლე მეორის]] ქალიშვილის, თეკლა ბატონიშვილის ვაჟის, ვახტანგ ორბელიანის შვილიშვილი - თეკლე ჯამბაკურ-ორბელიანი, რომლისგანაც ჰყავდა ოთხი შვილი. მათგან უფროსი - გიორგი, ბოლშევიკებმა დახვრიტეს [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება|1924 წლის აჯანყებაში]] მონაწილეობისათვის. კ. აბაშიძე დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
 
13:55, 5 მარტი 2019-ის ვერსია

კიტა აბაშიძე

აბაშიძე კიტა (ივანე) გიორგის ძე - (16.I.1870, სოფ. ლესა, ოზურგეთის მაზრა. - 17.XII.1917, თბილისი) - ლიტერატურული კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 9 სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1889 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და გაემგზავრა პარიზში, სადაც 10 თვის განმავლობაში სორბონის უნივერსიტეტსა და სხვა სასწავლებლებში ისმენდა ლექციებს ფილოსოფიასა და ლიტერატურაში. 1890-1895 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1895 წლიდან, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა თბილისის „საკონტროლო პალატაში“; შემდეგ - მომრიგებელ მოსამართლედ რაჭის მაზრაში, შემდეგ - ჭიათურაში. 1901 წლიდან ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს „საურთიერთო ნდობის ბანკის“ თავმჯდომარეა. მალე ის გახდა და სიცოცხლის ბოლომდე იყო ამავე მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარის (გიორგი ზდანოვიჩი-მაიაშვილის) მოადგილე.

1890-იანი წლებიდან კ. აბაშიძე ინტენსიურად აქვეყნებდა ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს წარსულ და მის თანამედროვე მწერლებსა და ლიტერატურულ პროცესებზე. მისი სტატიების სერიებმა რუბრიკით „ცხოვრება და ხელოვნება“ და ნაშრომმა „ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ კრიტიკას და ლიტერატურის მეცნიერულ შესწავლას.

გარდა ლიტერატურული სარბიელისა, კ. აბაშიძე აქტიურად მოღვაწეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1896 წლიდან ის შეუერთდა გაზ. „ივერიაში“ მოღვაწე ინტელიგენციის ახალ თაობას, რომელიც „ახალგაზრდა ივერიელების“ სახელითაა ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში. შემდგომში ამ ჯგუფის ბაზაზე ჩამოყალიბდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტია, რომლის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა. 1907 წელს შედიოდა პარტიის ცენტრალურ (მთავარ) კომიტეტში. ამავე წელს შეიქმნა პარტიის ქუთაისის კომიტეტი, რომლის მესვეურები იყვნენ გ.ზდანოვიჩი-მაიაშვილი და კ. აბაშიძე. როგორც ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე, ორჯერ იყო დაპატიმრებული: პირველად - 1905 წელს, მეორედ - 1909 წელს, როცა იგი ქუთაისის თავად-აზნაურთა შეკრებაზე გამოვიდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოთხოვნით. ორივე შემთხვევაში მალე გაათავისუფლეს. იყო „საქართველოს კულტურულ საზოგადოებათა კავშირის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. თავმჯდომარეობდა ქუთაისის საზოგადოება „სინათლეს“. ჟანდარმერიის ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, „სინათლის“ მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოზე, 1915 წლის 6 იანვარს, კ. აბაშიძემ ღიად გამოხატა გერმანიის მხარდაჭერა მიმდინარე მსოფლიო ომში.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დროებითმა მთავრობამ კ. აბაშიძე შეიყვანა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის („ოზაკომი“) შემადგენლობაში. სოციალ-დემოკრატებმა მოინდომეს მის მაგივრად აკ. ჩხენკელის შეყვანა „ოზაკომში“. ამ მცდელობას მოჰყვა სერიოზული საპროტესტო მოძრაობა, რის გამოც დროებითმა მთავრობამ დათმო და კომიტეტში შეიყვანა კ. აბაშიძეც და აკ. ჩხენკელიც. სამწუხაროდ, მან ვეღარ შეძლო ახალ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება, მძიმე ავადმყოფობის გამო, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

მისი მეუღლე იყო ერეკლე მეორის ქალიშვილის, თეკლა ბატონიშვილის ვაჟის, ვახტანგ ორბელიანის შვილიშვილი - თეკლე ჯამბაკურ-ორბელიანი, რომლისგანაც ჰყავდა ოთხი შვილი. მათგან უფროსი - გიორგი, ბოლშევიკებმა დახვრიტეს 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის. კ. აბაშიძე დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

წყარო

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები