აბდულმესიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 22: ხაზი 22:
 
„აბდულმესიანი“ შეიცავს 107 ოთხტაეპიან სტროფს; ტაეპი ოცმარცვლიანია, დიდი ცეზურით შუაზე გაყოფილი; ლექსის ტექნიკა მაღალია, აქვს მდიდარი გარეგანი და შინაგანი რითმა; ომონიმური რითმების შესაქმნელად მეხოტბე ხშირად სიტყვათა ხელოვნურ ფორმებს მიმართავს. ხოტბის სტილს განსაზღვრავს იდეალიზაციითა და ჰიპერბოლიზაციით გაჯერებული მრავალფეროვანი ტროპიკა, რიტორიკული ექსტაზი და ორატორული ხელოვნება.
 
„აბდულმესიანი“ შეიცავს 107 ოთხტაეპიან სტროფს; ტაეპი ოცმარცვლიანია, დიდი ცეზურით შუაზე გაყოფილი; ლექსის ტექნიკა მაღალია, აქვს მდიდარი გარეგანი და შინაგანი რითმა; ომონიმური რითმების შესაქმნელად მეხოტბე ხშირად სიტყვათა ხელოვნურ ფორმებს მიმართავს. ხოტბის სტილს განსაზღვრავს იდეალიზაციითა და ჰიპერბოლიზაციით გაჯერებული მრავალფეროვანი ტროპიკა, რიტორიკული ექსტაზი და ორატორული ხელოვნება.
  
:::::::::::::::::::::მ. კარბელაშვილი
+
''მ. კარბელაშვილი''
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==

14:23, 29 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

„აბდულმესიანი“ - ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი, სახოტბო ოდების კრებული – „გრძელი ხოტბა“, რომლის ავტორი, „ვეფხისტყაოსნის“ ეპილოგის ერთ-ერთი სტროფის მიხედვით, შავთელია. შავთელი — „კაცი ფილოსოფოსი, რიტორი, ლექსთა გამომთქმელი“ - - იხსენიება მეფე თამარისადმი მიძღვნილ თხზულებაში — „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“. აბდულმესია (არაბ. — „აბდ-ალ მესი!“ – მონა მესიისა, ქრისტესი) თხზულების სახელწოდება და ოდების *ქების ობიექტის ზედწოდებაა - და არა ავტორის ზედწოდება, - როგორც ადრე ეგონათ (და- ვით რექტორი, პ. იოსელიანი). გადმოცემით, ხოტბა თამარსა - და მის მეუღლეს, დავით სოსლანს, ეძღვნება. ხოტბათა ტექსტმა XVIII-XIX სს. საკმაოდ შებღალული ხელნაწერებით მოაღწია. სხვადასხვა სათაურით იგი ათჯერაა გამოცემული.


„აბდულმესიანთან“ დაკავშირებით მრავალ გაუგებრობას დაუდო სათავე იაკობ შემოქმედელმა (დუმბაძემ), რომელმაც XVII საუკუნის II ნახნახევარში „აბდულმესიანი“ არჩილ მეფის ხოტბად გადააკეთა, თამარ მეფის სახელი წარხოცა და საკუთარ თხზულებად გამოაცხადა; 1822 წელს დავით რექტორმა ხელნაწერში თამარისა და დავითის სახელები აღადგინა.

კრებულთან დაკავშირებულ საკითხთა (ავტორი, სათაური, ხოტბის ობიექტი, დაწერის დრო) კვლევა-ძიებამ რამდენიმე თეორია წარმოშვა: ნ. მარი თვლიდა, რომ „აბდულმესიანი“ დავით IV აღმაშენებელს ეძღვნება და მისი თანამედროვის დაწერილია; კ. კეკელიძის | მოსაზრებით, ხოტბა თამარის თანამედროვის მიერაა დაწერილი და თხზულებაში დავით აღმაშენებელთან ერთად შექებულია თამარ მეფეც, ამასთანავე, ის იზიარებდა ძველ ქართველ მეცნიერთა (იოანე და თეიმურაზ ბატონიშვილებისა და სხვათა) შეხედულებას, რომ „აბდულმესიანი“ სხვა დაკარგული — ნაწარმოების სახელწოდებაა და არა ამ თხზულებისა; შ. ნუცუბიძე მიიჩნევდა, რომ „აბდულმესიანი“ ორი პოეტის თხზულების მექანიკური შერწყმაა, რომელთაგან ერთი დავით აღმაშენებლის თანამედროვეა, მეორე კი - თამარის. ხოტბა ეძღვნება დავით აღმაშენებელს, თამარს და ნაწილობრივ – დავით სოსლანსაც. თავისი მესიანისტური კონცეფციით „აბდულმესიანი“ ეხმაურება კლასიკური ხანის სხვა ძეგლებს. მისი იდეოლოგიური მიმართულების აშკარა პარალელი დასტურდება თანამედროვე ეპოქის საისტორიო თხზულებებში.

საბოლოოდ, „აბდულმესიანში“ ასახულ ისტორიულ რეალიათა გათვალისწინებით (ტრაპიზონის სამეფოს დაარსება, ბასიანის ომი), პრობლემა ტრადიციული თვალსაზრისის სასარგებლოდ გადაწყდა: ხოტბა ეძღვნება თამარ მეფესა და დავით სოსლანს. მისი დაწერის თარიღი 1204-1212 წწ. ფარგლებში მოიაზრება (ა. ბარამიძე — 1204-1212 წწ; ი. ლოლაშვილი – 1204-1206 წწ; ე. მეტრეველი — 1206-1207 წწ.).

„აბდულმესიანი“ არის იდეურ-მხატვრულად სრულყოფილი, ინტელექტუალური ხასიათის, ემოციური თვალსაზრისით ნაკლებად დატვირთული თხზულება. ავტორი განსწავლული პიროვნებაა: კარგად იცნობს ძველ ბერძნულ მითოლოგიას, ისტორიას, ფილოსოფიას და მხატვრულ ლიტერატურას; აგრეთვე სპარსულ-არაბულ მწერლობას; მცოდნეა წმ. წერილისა და, საერთოდ, სასულიერო მწერლობისა, რაც აისახა როგორც თემის დამუშავებაში, ისე თხზულების ენაში, რადგან „აბდულმესიანი“ „სასულიერო ელფეროვანი თხზულებაა“ (კ. კეკელიძე). ავტორი ღრმად ერკვევა პოლიტიკური იდეოლოგიის საკითხებში, რაც იმ დროის ქართული პოლიტიკური აზროვნების მაღალი დონის მაჩვენებელია.

„აბდულმესიანის“ სტრუქტურა კანონიკურია: შესავალი, საკუთრივ ხოტბა, დასასრული. არა აქვს გარკვეული ბიბლ. ქარგა, შესაძლებელია რამდენიმე მთავარი მოტივის გამოყოფა, რომელთა ვარიაცია მეორდება, თუმცა რაიმე კანონზომიერების დაჭერა შეუძლებელია. „აბდულმესიანში“ მხატვრულად არის ასახული ეპოქის პოლიტიკურ-სოციალური ტენდენციები. ხოტბა გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით: ემსახურება საქართველოს ცენტრალიზებული მონარქიის ძლიერების წარმოჩენასა და მეფის სწორი პოლიტიკური კურსის დასაბუთებას.

„აბდულმესიანი“ ცენტრალიზებული მონარქიის, როგორც ერთადერთი მისაღები სახელმწიფოებრივი წყობილების, აპოლოგიაა. არაერთხელ საგანგებოდაა ხაზგასმული, რომ საქართველოს სამეფო დინასტიის — დავითიანი ბაგრატიონების - მეფობის ლეგიტიმურობა უფლის მიერ დავით წინასწარმეტყველისთვის მიცემული ფიცით (III მეფეთა, 7, 4-17) არის განმტკიცებული. ხოტბის კონცეფცია, მსგავსად ჩახრუხაძის ოდისა და თამარის ისტორიებისა, მესიანისტურია.

მკლევრებს მიაჩნიათ, რომ „აბდულმესიანში“ პოეტურად აისახა ბასიანის ომი (1203) – რუქნადინის მუსლიმურ კოალიციაზე ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვება დავით სოსლანის მეთაურობით.

ქების ობიექტთა პანეგირიკული აღწერისთვის ავტორი ორ მეთოდს მიმართავს: თამარის აღწერა სტატიკური და მჭვრეტელობითია, დავით სოსლანისა – დინამიკურ მოქმედებაში წარმოდგენილი. ხოტბის აღსავლენად პოეტი ღმერთს შესთხოვს, მისცეს ცოდნა და თამარის საქებრად იწვევს ათენელ ბრძენთ. თამარი, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს მეფე — „ვარდი უფრჭვნელი, ცვრით განბანილი, ნერგი სვიანი, დავითიანი“, „გვართა მთავრობით ზესთა საჩინო“ - იდეალური მეფეა, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, შემკული მაღალი გონებრივი და სულიერი თვისებებით, თვალწარმტაცი გარეგნობით: ისაა „მზე დაუვალი“, „ეთერ ბრწყივნალე, მზეებრ სადარი“, „ზეცისა ძალთა მოდარე“, შემოსილია „ნათლითა ყოვლისმპყრობელისათა“; მისი ნათელი და ელვარება მზესაც კი ფარავს. შესაბამისად, უხვადაა გამოყენებული ასტრალური ტროპიკა, რაც აძლიერებს ხოტბის პათეტიკურ ჟღერადობას. მეხოტბე განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ თამარის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას საფუძვლად უდევს თეოლოგიურ-პოლიტიკური პრინციპი – „შიში ღმრთისა“, როგორც გარანტი სრულყოფილი მმართველობისა. თამარი ღრმად განსწავლული პიროვნება, მცოდნე თეოლოგიური და ფილოსოფიური მოძღვრებებისა: ისაა „სჯულის ფიცარი“, „სიბრძნისა ჭერი“, „სიბრძნის უფსკრული“. იგი ღმერთივით სამართლიანია, მისი „მართალი სამართალი“ „ხეს შეიქმს ხმელსა წყალ-მომდინარედ“; თამარი მფარველობს არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ მთელ ქრისტიანულ სამყაროს, იბრძვის ქრისტიანობის დასაცავად, ბრძნული მმართველობის გამო მას ყველა ერი აქებს და ადიდებს.

მეხოტბე აღტაცებით აღწერს თამარის სასახლის თვალისმომჭრელ სიმდიდრეს, თამარის სამოსის მშვენიერებას, ზეიმისა და ნადიმის დიდებულ სცენებს. დავით სოსლანი ეფრემიანი ბაგრატიონია, რომელიც გარეგნობით მისი საგვარეულოს ბიბლიურ წინაპარს — იოსებ მშვენიერს – ჰგავს; ხალიფასთან ომში „გორგასლიანი, დავითიანი დროშა იახლის მსრველად მტერთათვის“; იგი უებრო მებრძოლი, მტრისთვის მეხი და გრიგალ-ქარია, წინააღმდეგობას ვერავინ უწევს: „ესაც ერია, მეხებრ ერია, რაზმნი შეიქმნეს სულ-დალეული“. მტრის ურიცხვ ჯართან ბრძოლის სურათი მოქმედებაშია წარმოდგენლი და დიდი დინამიური ექსპრესიით ხასიათდება.

„აბდულმესიანი“ შეიცავს 107 ოთხტაეპიან სტროფს; ტაეპი ოცმარცვლიანია, დიდი ცეზურით შუაზე გაყოფილი; ლექსის ტექნიკა მაღალია, აქვს მდიდარი გარეგანი და შინაგანი რითმა; ომონიმური რითმების შესაქმნელად მეხოტბე ხშირად სიტყვათა ხელოვნურ ფორმებს მიმართავს. ხოტბის სტილს განსაზღვრავს იდეალიზაციითა და ჰიპერბოლიზაციით გაჯერებული მრავალფეროვანი ტროპიკა, რიტორიკული ექსტაზი და ორატორული ხელოვნება.

მ. კარბელაშვილი

ლიტერატურა

  • ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტ- 4 ერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1945;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
  • მეტრეველი ე., დავითისა და თამარის ქება (ე.წ. აბდულმესიანი), წგ.: ქართულლი ლიტერატურის ისტორია, ტ. 2 (XII-XVIII სს.), თბ., 1966;
  • ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორიიდან, 2, თბ., 1958.

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები